დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზი“-ში
სპონსორი: PSnewsGE
სოციალური ქსელი
ზურაბ ჯაფარიძე: "რას აბიუჯეტებდით ამ ხარჯებს შარშან დეკემბერში, თუ მათ დაფინანსებას არ აპირებდით?"
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/10 11:10:59

'სახელმწიფო ბიუჯეტში 2013 წლის 7 თვეში მობილიზებულმა საგადასახადო შემოსავლებმა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 31,3 მილიონი ლარით გადააჭარბა'

2012 წელი საერთოდ რა შუაშია? 2013 წელს დაგეგმილია დაახლოებით 600 მილიონით მეტი შემოსავლები. ანუ თვეში საშუალოდ 50 მილიონით მეტი. შესაბამისად 7 თვეში 2012 წელთან შედარებით უნდა იყოს დაახლოებით 350 მილიონით მეტი. ანუ შემოსავლებში გარღვევაა 7 თვეში დაახლოებით 320 მილიონი.

'მარტიდან ყოველი თვე უკეთესია, ვიდრე წინა'

2013 წელს ეკონომიკის ზრდა თვეების მიხედვით: აპრილი – 4.6%, მაისი – 0.3%, ივნისი – მინუს 0.6%, ივლისი – 0.6%.

2013 წელს საგადასახადო შემოსავლების ზრდა 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში: აპრილი – მინუს 1.3%, მაისი – მინუს 4.3%, ივნისი – მინუს 12.8%, ივლისი – 3.5% (საეჭვო ზრდა დღგ–ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 3.5%–ით შემცირების ფონზე)

ყოველი თვე წინაზე უკეთესი რა პრინციპით არის?

'რაც შეეხება ფისკალურ პროფიციტს, აღნიშნული მაჩვენებელი იანვარ-აგვისტოში 146 მილიონი ლარია, ხოლო ინფლაცია 0%-ს შეადგენს. ნოდარ ხადურმა იმედი გამოთქვა, რომ შემოდგომაზე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. მისივე ინფორმაციით, ამჟამად სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 755 მილიონი ლარი ირიცხება, რაც 61 მილიონი ლარით მეტია 2013 წლის დასაწყისთან შედარებით'

ინფლაცია რომ 0%–ია, ეს ეროვნული ბანკის დამსახურებაა და არა ფინანსთა სამინისტროსი.

ფისიკალური პროფიციტით ვინ ზომავს ეკონომიკის 'აღმავლობას'? ახლა ამ მეთოდმა ჩაანაცვლა ამორტყმული ქვითრების მეთოდი (უბრალოდ რომ ვიცოდე მომავლისთვის :))?

ეკონომიკიდან იღებთ უფრო მეტს, ვიდრე ხარჯავთ. და რატომ არის ეს კარგი? თუ არ ხარჯავთ, მაშინ დაწიეთ გადასახადები. თუ ხარჯავთ, მაშინ დახარჯეთ, ვიღაც მაინც მიიღებს შემოსავალს, არ დახარჯვით ტრაბახი რა სპორტია? :). შარშან იმიტომ არ იყო მაგდენი ფული ხაზინაში, რომ მთავრობა მუშაობდა და ხარჯავდა (კარგად თუ ცუდად) :). რას აბიუჯეტებდით ამ ხარჯებს შარშან დეკემბერში თუ მათ დაფინანსებას არ აპირებდით? :)

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2335
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2021 საავტორო უფლებები დაცულია