საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მოძებნე საკუთარი თავი
რეგისტრაციიდან მოხსნილი მოქალაქეების სრული სია გამოქვეყნებულია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/10 10:54:17

დღეიდან, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ეწვიოს სერვისების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ვებ გვერდს www.sda.gov.ge, სადაც რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების სრული სია გამოქვეყნდა.

 რეგისტრაციიდან მოხსნილი პირი საარჩევნო სიაში იმ შემთხვევაში მოხვდება, თუ რეგისტრაციას 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით გაივლის. ამასთან, ის მიიღებს პირადობის ახალ მოწმობას უფასოდ და გათავისუფლდება რეგისტრაციის წესების დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმისაგან (5 ლარი).

 ამ აქციას მიმდინარე წლის 21 აგვისტოს ძალაში შესული „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ ცვლილების საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ები, სერვისების განვითარების სააგენტო და  იუსტიციის სახლი განახორციელებენ.

 

ინფორმაციისთვის:  „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 1854-ე მუხლი: საარჩევნო უფლება საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებისთვის 1. ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებში ხმას აძლევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციას გაივლის 2013 წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით.

 

 

კონსულტაციის მიღება შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე +995 32 2 40 10 10 ან სკაიპით – sda.ge

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2179
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია