დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დღეს საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ავი-შოუ გაიმართა
ავტორი:
2013/09/09 20:33:02
ავიაკონტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილის (ქართველის) იუბილის აღსანიშნავად დღეს, საქართველოს ავიაციის ისტორიაში პირველი ავი-შოუ გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობა საავიაციო ბრიგადის ლ-39 „ალბატროსისა“ და სუ-25 „მიმინოს“ ტიპის თვითმფრინავებმა მიიღეს. 31-ე ქარხნის აეროდრომზე საავიაციო ბრიგადის მფრინავთა შემადგენლობამ  საფრენი აპარატებით უმაღლესი პილოტირების მანევრები შეასრულა. ავია-შოუ პარაშუტისტებმა გახსნეს, რომლებმაც AN-2 ტიპის თვითმფრინავებიდან  გადმოხტომისას საქართველოსა და აშშ-ის დროშები გაშალეს. შესრულდა ტაქტიკური ფიგურები და ვერტიკალური გაშლა. ავია-შოუ სუ-25 ტიპის თვითმფრინავებმა საქართველოს დროშის ფერის კვამლის გამოშვებით დაასრულეს.  ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ალექსანდრე ქართველის ღვაწლზე ისაუბრა. „ალექსანდრე ქართველი ერთ-ერთი უდიდესი მოღვაწეა ამერიკის სამხედრო ავიაციის ისტორიაში. ის აშშ-ის სამხედრო ავიაციის, სამხედრო დომინირების ფუძემდებლად ითვლება. მისი სახელის წამოწევა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობაში ორივე ქვეყნის საზოგადოებისთვის კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ ღრმად აქვს გადგმული ფესვები ქართველი და ამერიკელი ხალხის მეგობრობას“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე, თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ტომას მელია, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ალექსანდრე ქართველის შთამომავლები, საზოგადო მოღვაწეები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. დღესვე, თბილისის 31-ე საავიაციო ქარხანას „ალექსანდრე ქართველიშვილის სახელობის საავიაციო ქარხნის“ სახელი მიენიჭა. ავიაკონსტრუქტორის პატივსაცემად 31-ე ქარხნის ტერიტორიაზე ფოტო-გამოფენა მოეწყო.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1789
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია