დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სპონსორი: PSnewsGE
ბრალდებულს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აცილების უფლება აქვს
2013/01/17 12:39:03

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დღეიდან შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც ბრალდუბელს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს აცილების უფლება იმ შემთხვევაში ექნება, თუ ამას პროკურატურა და სასამართლო დაეთანხმება. ცვლილებას  საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტრო იყო, ხოლო ინიციატორი - საქართველოს მთავრობა იყო.

 „თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბრალდებული შუამდგომლობს, რომ საქმე განხილულ იქნეს ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე. ასეთი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში, ბრალდებულმა უნდა დაასაბუთოს, რომ ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩატარება ობიექტური და სამართლიანი სასამართლოს უფლებას არსებითად დაარღვევს და უარი მის თავისუფალ ნებას გამოხატავს. შუამდგომლობის მოსმენის შემდეგ მოსამართლე ვალდებულია განუმარტოს ბრალდებულს უარის სამართლებრივი შედეგები. თუ ასეთი განმარტების მოსმენის შემდეგ ბრალდებული კვლავ მხარს უჭერს შუამდგომლობას, პროკურორი შუამდგომლობას ეთანხმება და საქმის განმხილველი მოსამართლე შუამდგომლობას დასაბუთებულად მიიჩნევს, მოსამართლე შუამდგომლობას დააკმაყოფილებს და განჩინებას მიიღებს, რომ საქმე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობის გარეშე იქნეს განხილული. თუ პროკურორი შუამდგომლობას არ ეთანხმება, მოსამართლე განჩინებით უარს იტყვის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე და საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს", - იუწყება საკანონმდებლო მაცნე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1438
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია