დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი მარგველაშვილი კახეთის მოსახლეობას შეხვდა
ავტორი:
2013/09/09 17:00:03
"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გურჯაანისა და საგარეჯოს მოსახლეობას შეხვდა. გურჯაანის ადგილობრივ მოსახლეობას გიორგი მარგველაშვილი მსახიობმა ნანული სარაჯიშვილმა წარუდგინა და კახელებს არჩევნებზე კოალიციის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა. საკუთარი სიტყვით გამოსვლის დროს გიორგი მარგველაშვილმა "რთველი 2013" - ის წარმატებით მიმდინარეობისთვის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ახალმა ხელისუფლებამ, ქვეყნის შენება, სწორედ სოფლის მეურნეობის პროგრამით დაიწყო.  "ძალიან სასიამოვნო შეხვედრები გავმართეთ, კახეთში რთველი მიმდინარეობს, ამიტომ სამუშაო განწყობაა და ამავე დროს იგრძნობა მომავლის იმედი. ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბრეთ, რაც აწუხებთ ადგილობრივებს. საგანგებო მადლობა მინდა გადავუხადო სოფლის მეურნებობის სამინისტროს, რომელმაც მოახერხა და პირველად მიმდინარეობს რთველი, როდესაც არც გლეხი ზარალდება და არც ქარხანა. ძალიან საინტერესო სქემაა შეიმუშავეს, ყურძნის ჩაბარების ფასი ლარზე  ნაკლები არსად არ არის. მაგრამ ლარზე ზემოთ მიმდინარეობს კონკურენცია. ეს არის უაღრესად სწორი, ერთდროულად სუბსიდირების და ამავე დროს ბიზნეს გარემოს შენარჩუნების სქემა, რაც წარმატებით მიმდინარეობს კახეთში,“ - განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.  გიორგი მარგველაშვილმა ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ახალი ხელისუფლების დროს განხორციელებულ ცვლილებებს დაუთმო. მისი განცხადებით, ბოლო 9 თვის განმავლობაში, მოხერხდა, რომ საქართველოს თითოეული ოჯახი დაზღვეულია და პენსიის ოდენობა 150 ლარამდე გაიზარდა.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1406
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია