დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კოჟორიძე: „ბორდის მიერ დირექტორის მეორეჯერ გათავისუფლება კანონდარღვევაა“
ავტორი:
2013/09/09 16:47:02
საიას თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ განაცხადა, რომ უწყებათაშორის კომისიის სხდომაზე საუბარი იყო ადგილობრივ თვითმმართველობებში ზეწოლის ფაქტებზე და როგორც მისთვისაა ცნობილი, ამ ეტაპზე ადგილზე მოწმდება ინფორმაცია. მისივე ინფორმაციით, მიიღებულია გადაწყვეტილება, რომ კომისიის წევრები ონში ჩავიდნენ და ადგილზე გაეცნონ სიტუაციას. კოჟორიძის თქმით, სხდომაზე ისაუბრეს საზოგადოებრივი მაუწყებლის თემაზეც. „ბორდმა, უკვე მეორეჯერ, გაათავისუფლა გენერალური დირექტორი თანამდებობიდან. ჩვენ ამ ფაქტს კანონდარღვევად ვაფასებთ. ის ინფორმაცია, რაც ბორდმა გაავრცელა, რომ თითქოს რომელიმე უწყების თანამშრომელი ერეოდა ბორდის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაში, ჩვენთვის მიუღებელია,“ - განაცხადა კოჟორიძე.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1653
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია