საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
ამერიკის შტატში უსინათლოებს აძლევენ იარაღის ტარების უფლებას
ავტორი:
2013/09/09 16:24:04
”Des Moines Register”-ი იტყობინება, რომ ამერიკის შტატ აიოვაში მცირედმხედველებსა და უსინათლოებს მიეცემათ ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისა და ტარების ლიცენზიები. აიოვაში უსინათლოებს ადრეც ჰქონდათ იარაღის ფლობაზე ლიცენზიის მიღებისა და ნადირობის უფლება. ახალი კანონის მიღების შემდეგ კი მათ შეუძლიათ იარაღის ტარება საზოგადოებრივ ადგილებშიც. 1968 წელს აშშ-ში მიღებული იარაღზე კონტროლის  ფედერალური კანონი იარაღის ფლობას არ  უკრძალავს უსინათლო ადამიანებს. თუმცა ყველა შტატს აქვს ამ საკითხის დარეგულირების დამოუკიდებელი უფლება. მაგალითად, ნებრასკაში ლიცენზიის მიღებისათვის პიროვნება მოვალეა დაამტკიცოს, რომ მას კარგი მხედველობა აქვს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1164
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია