საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის მერიის შენობის წინ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული
ავტორი:
2013/09/09 16:14:10

 

ქუთაისის მერიის ადმინიტრაციული შენობის წინ საქალაქო ტრანსპორტის მძღოლების საპროტესო აქცია ამ წუთებშიც გრძელდება. აქციის მონაწილეთა ნაწილი  ამ დრომდე ელოდება ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის  კოტე ლომიძისა და რამდენიმე მძღოლის  შეხვედრის დასრულებას. აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ორი ეკიპაჟი და რამდენიმე პოლიციელი.

როგორც მძღოლები აცახდებენ, თუ შეხვედრა მათთვის არასასურველი შედეგით დასრულდება, ისინი აქციას პარლამენტის შენობასთან გამართავენ, ხვალიდან კი მთელი სატრანსპორტო ქსელი მუშაობას შეწყვეტს.

„თუ არ გააუქმებენ 57 ნომერ მიკროსაავტობუსო ხაზს, მთელი ქალაქის პარალიზებას მოვახდენთ. ეს არის ერთი ადამიანის, გოჩა თევდორაძის სურვილი, რომელიც ცდილობს, შეინარჩუნოს საარსებო წყარო ქუთაისში. პარლამენტთანაც გავმართავთ აქციას და არ ვიმუშავებთ",–აცხადებს ერთ-ერთი გაფიცული მძღოლი ლონგინოზ ლილუაშვილი.

ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის უფროსი, რომელმაც შეხვედრა უკვე დატოვა, ამბობს, რომ მძღოლების პროტესტი გაუმართლებელია, რადგან №57 მიკროსაავტობუსო ხაზის დანიშვნა თავად მოსახლეობამ მოითხოვა.

„ჯერ ერთი – გაფიცვა არ იყო შეთანხმებული შესაბამის გადამზიდავებთან, მეორეც, მათი პროტესტის მიზეზი არის ერთადერთი – ამით მათ დააკლდათ მგზავრები, თუმცა,  რა ქნას იმ ადამიანმა, რომელსაც ორი ტრანსპორტი სჭირდება იმისთვის, რომ უნივერსიტეტში მივიდეს? ",–აცხადებს ნიკა კეპულაძე.

ქუთაისის მერიის შენობის წინ გაფიცვა დაახლოებით ერთი საათის წინ დაიწყო.  მძღოლებმა, რომლებიც №57 მიკროსაავტობუსო ხაზის გაუქმებას ითხოვენ, პროტესტის ნიშნად მუშაობა შეწყვიტეს და მერიის წინ ავტობუსები და მიკროავტობუსები დააყენეს. 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2165
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია