დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ძიძიგური: ასეთი მშვიდი არჩევნები ცხოვრებაში არ მინახავს
ავტორი:
2013/09/09 15:26:03
„ასეთი მშვიდი არჩევნები ცხოვრებაში არ მინახავს, არ მოვსწრებივარ და ვფიქრობ, რომ ეს კარგია,“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური. ძიძიგურმა ეს განცხადება „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში წინსაარჩევნო გარემოს შეაფასებისას გააკეთა. „ეს არის არჩევნები, სადაც კანდიდატები ატარებენ წინასაარჩევნო კამპანიას ქვების სროლის, ცემა-ტყეპის, ერთმანეთთან სერიოზული დაპირისპირების გარეშე,“ - აცხადებს ძიძიგური. მისივე თქმით, არ ხდება ადმინისტრაციული ან საბიუჯეტო სახსრების გამოყენება ერთი კონკრეტული კანდიდატის მიმართ, ასევე არ ხდება ძალადობა სხვა კანდიდატებზე. ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა იმ ფაქტსაც, რომ კანდიდატად ვერ დარეგისტრირდა სალომე ზურაბიშვილი. ძიძიგურის თქმით, კოალიცია „ქართულ ოცნებას“ არაფერი ჰქონდა საწინააღმდეგო ზურაბიშვილის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს საკითხი ცესკო-ს, შემდეგ კი სასამართლოს, კომპეტენცია იყო.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1602
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია