დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ძიძიგური: ჯერ ჩამოუყალიბებელ ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე საუბარი გადაჭარბებულია
ავტორი:
2013/09/09 15:04:02
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური ამბობს, რომ რამდენად საინტერესო იქნება ევრაზიული კავშირი საქართველოსთვის, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად იქნება ეს ორგანიზაცია უნისონში ან კონფლიქტში იმ ორგანიზაციებთან, რომლებში გაერთიანებასაც აპირებს საქართველო. ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა „პრაიმტაიმის“ პრესკლუბში განაცხადა. „ევრაზიის კავშირი ჯერ არ ჩამოყალიბებულა და ჩამოუყალიბებელ ორგანიზაციაში გაწევრიანების ვარიანტებზე ლაპარაკი ვფიქრობ, გადაჭარბებულია,“ - აცხადებს ძიძიგური. ზვიად ძიძიგური გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის განცხადებასაც იმასთან დაკავშირებით, რომ "რუსეთი ევროკავშირის წევრიც გახდება და ნატოსიც“. ძიძიგურის თქმით, ეს არის უბრალოდ ჰიპოთეტური მოსაზრება, რადგან რუსეთს ევროკავშირთანაც და ნატო-ს ქვეყნებთანაც ამ ეტაპზე კარგი ურთიერთობა აქვს და შესაძლებელია გამოითქვას მოსაზრებები იმის თაობაზე თუ რომელ გაერთიანებაში იქნება რომელი სახელმწიფო ხვალ ან ზეგ. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რიგაში, "რადიო თავისუფლების", სპეციალურ კორესპონდენტს კობა ლიკლიკაძეს ოფიციალური ვიზიტის დასასრულს განუცხადა რომ "რუსეთი ევროკავშირის წევრიც გახდება და ნატოსიც".
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1764
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია