დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სომხეთს ევროკავშირთან ურთიერთობა სურს, მხოლოდ საბაჟო კავშირში გაწევრიანებაში ხელის შეშლის გარეშე
ავტორი:
2013/09/09 14:56:03
სომხეთი მზადაა ევროკავშირთან, სხვადასხვა მიმართულებით, მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს, რამდენადაც ეს მისაღები იქნება ევროკავშირისათვის და ამასთან, საბაჟო კავშირში სომხეთის გაწევრიანებას არ შეუშლის ხელს. აღნიშნულის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა ვილნიუსში ლიტველ კოლეგა ლინას ლინკევიჩიუსთან შეხვედრისას განაცხადა. „მინისტრებმა ის საკითხები განიხილეს, რომლებიც სომხეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანებას ეხება. ასევე, ამ კონტექსტში სომხეთსა და ევროკავშირს შორის შემდგომ ურთიერთობებზე ისაუბრეს,“-საუბარია სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების ვლადიმერ პუტინისა და სერჟ სარქისიანის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სომხეთი საბაჟო კავშირში გაწევრიანებას აპირებს.  
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1756
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია