დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საბავშვო ბაღებში მუშაობა 16:00 საათზე დასრულდება?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/09 12:12:34

საზოგადოებში გავრცელებულ ინფორმაციას საბავშვო ბაღებში სამუშაო პროცესის 16:00 საათზე შესაძლო დასრულებას არ ადასტურებს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მაია პაქსაძე, როგორც მან ჩვენთან საუბარში განაცხადა ბაღები მუშაობას ჩვეულებრივ 18:00 საათზე დაასრულებენ.

„არ ვიცი ასეთ ჭორებს საიდან ავრცელებენ, ვინ მოიგონა, რომ დღის ოთხი საათიდან ექვს საათამდე გახანგრძლივებული იქნება და ამისათვის მშობლებს ფულს გადაახდევინებენ? თქვენი საშუალებით მინდა ყველა დავამშვიდო და ვუთხრა, რომ სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ 18:საათზე დასრულდება. არ შეცვლილა არც კვების და არც მუშაობის გრაფიკი. ჩვენი მიზანია ყველაფერი უკეთესობისკენ შევცვალოთ და არა უარესობისკენ“:-აღნიშნა მაია პაქსაძემ.

 

საბავშვო ბაღებში სწავლა 16 სექტემბერს დაიწყება.  ამ დროისათვის ქუთაისის 34 საბავშვო ბაღში 9000-ზე მეტი ბავშვია დარეგისტრირებული.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2885
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია