დაისვენე კურორტ ახალდაბაში
შსს–მ ქრთამის აღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა
ავტორი:
2013/09/09 11:29:03
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, 1955 წელს დაბადებული მალხაზ მიტიჩაშვილი დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მალხაზ მიტიჩაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზარალებული მოქალაქის წარმომადგენელს, სამსახურებრივი მდგომარეობისა და მისი თანამდებობრივი ავტორიტეტის გამოყენებით, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, დაზარალებულისთვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამძიმებული სამედიცინო დასკვნის დაჩქარებულ ვადებში გაცემას დაპირდა, რისთვისაც მან ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 4000 აშშ დოლარი.  ამჟამად მალხაზ მიტიჩაშვილი დაკავებულია. გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე. გამოძებას შსს-ს ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1772
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია