დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა ივანიშვილი ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა
ავტორი:
2013/09/09 11:19:02
საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, ლატვიის პრეზიდენტს ანდრის ბერზინშის შეხვდა. შეხვედრა ლატვიის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და მას სრული შემადგენლობით ესწრებოდა საქართველოს დელეგაცია. ბიძინა ივანიშვილმა, ანდრის ბერზინიშის მადლობა გადაუხადა, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გატარების პროცესში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. პრემიერმა ასევე მადლიერება გამოხატა, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში, ლატვიის აქტიურ ძალისხმევასთან დაკავშირებით. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილისა და ანდრის ბერზინშის პირისპირ საუბარი გაიმართა. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერმინისტრი, ბიძინა ივანიშვილი, დელეგაციასთან ერთად, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ლატვიას ესტუმრა. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი გიორგი პერტაია. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1721
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია