დაისვენე კურორტ ახალდაბაში
"სომხეთის უშიშროება, აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზე, საქართველოს მხრიდან თანხმობაზე საუბრობს"
ავტორი:
2013/09/09 11:13:03
უმცირესობის დეპუტატის გოკა გაბაშვილის თქმით, სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან თანხმობა მიღებული აქვთ და სამუშაოები მალე დაიწყება. დეპუტატის თქმით, ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს განმარტება,  რა სახის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და მართლა გასცა თუ არა რკინიგზის აღდგენის ნებართვა. "მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებულია, მსგავსი საკითხის განხილვა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საზიანო იქნება. ხელისუფლებამ ან დაადასტუროს და ან უარყოს ეს განცხადება და თუ ეს მართალია, ამას ქართული საზოგადოება სომხური მედიის საშუალებით არ უნდა იგებდეს,“ - ამბობს გოკა გაბაშვილი.   
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1747
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია