დაისვენე კურორტ ახალდაბაში
NDI - ამომრჩეველი გასულ არჩევნებთან შედარებით უფრო ღია საარჩევნო გარემოთი სარგებლობს
ავტორი:
2013/09/09 11:12:02
NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციის წარმომადგენლებმა მედიას წინასაარჩევნო გარემოზე ანგარიში წარუდგინეს. ანგარიშის თანახმად, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიის ფუნდამენტურ პრიციპებზე დამყარებულ საარჩევნო გარემოში ხვდება. ეს პრინციპებია: ძალაუფლების არჩევნების გზით გადაბარების პირველი პრეცენდენტი; ძლიერი პოლიტიკური ოპოზიცია; პარლამენტი, რომელიც შინაარსობრივი დებატებითა და გადაწყვეტილებებით ხასიათდება; დამოუკიდებლობის უფრო მაღალი ხარისხის მქონე სასამართლო; აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ცოცხალი მედია გარემო. ანგარიშის თანახმად, ამჟამად საქართველოს ამომრჩეველი გასულ არჩევნებთან შედარებით უფრო ღია საარჩევნო გარემოთი სარგებლობს. საპრეზიდენტო კანდიდატებს აქვთ საშუალება, ელექტორატს მედიის საშუალებით ესაუბრონ და, გარდა საპარლამენტო ოპოზიციის მაღალი თანამდებობის პირებთან დაკავშირებული რამდენიმე შემთხვევისა, დაუბრკოლებლად შეხვდნენ ამომრჩეველს. სამოქალაქო საზოგადოების წევრებს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამდებობის პირებზე მიუწვდებათ ხელი. ახალი საარჩევნო კოდექსი წინა არჩევნების დროს გამოვლენილ რამდენიმე გამოწვევას პასუხობს. საქართველოს ელექტორატს საშუალება აქვს, პლურალისტურ და ხმაურიან პოლიტიკურ დებატებს ადევნოს თვალყური. NDI–ის სადამკვირვებლო დელეგაციასთან პოლიტიკური აქტორების მიერ გამოთქმული შეშფოთებები სერიოზულია, თუმცა ნაკლებად გავრცელებული, ვიდრე ეს წინა წელს იყო. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ გასული შემოდგომის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის გარდამტეხი იყო, ეს საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოს კონკურენტული, მრავალპარტიული არჩევნებისა და პრაქტიკის ნორმალიზების საშუალებას სთავაზობს. თუ საქართველო ჩაატარებს არჩევნებს, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და მოსახლეობის ნდობით სარგებლობს, ეს თანმიმდევრულ პრინციპებსა და პროგნოზირებად წესებზე დამყარებული დემოკრატიული კულტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. ეს რეგიონში განსაკუთრებული მიღწევა იქნება.  თუმცა ამის მისაღწევად საქართველოს მაღალჩინოსნები მონდომებით უნდა გაუმკლავდნენ საკითხებს, რომლებმაც შესაძლოა, საარჩევნო პროცესის სანდოობაზე უარყოფითი გავლენა იქონიოს. დელეგაციამ მოისმინა სერიოზული შეშფოთებები პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის, დაკითხვებისა და გამოძიებების, ადგილობრივ დონეზე არჩევნების გარეშე პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილებებისა და უმცირესობების მიმართ შეუწყნარებლობის შესახებ. ამასთანავე ყველა პოლიტიკურ აქტორს ეკისრება პასუხისმგებელობა, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები გამოიყენონ. ანგარიშის მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული საქმიანობას შემცირებული კონსტიტუციური ძალაუფლებით შეუდგება. ამის მიუხედავად, ამ ადამიანს შეუძლია, არსებითი როლი შეასრულოს ინკლუზიური, ცივილური პროცესის ჩამოყალიბებაში და შექმნას მმართველობის ისეთი მაგალითი, რომელიც საქართველოს დემოკრატიას გაამყარებს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1717
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია