დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ამოუცნობი მოვლენები
ქარელის რაიონის პოლიცია ავ სულს ეძებს
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/08 23:16:37

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქარელის რაიონში ამოუცნობი მოვლენები ხდება,ზემოთხსენებულ პრობლემაზე სიჟეტი "რუსთავი2"-მაც მოამზადა, სადაც აღწერილია, რომ ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში უხილავი არსება საცხოვრებელ სახლებს ქვებს ესვრის და ხანძარს აჩენს, თუმცა, კვალს არ ტოვებს. ადგილობრივთა განცხადებით, თვეზე მეტია, ღამით ნორმალურად არ სძინავთ.

 "რუსთავი 2″–თან ისინი ამბობენ, რომ უხილავი არსება ბეტონის ნატეხებს ისვრის, ღამის საათებში სახლებს ქვებს უშენს, ამსხვრევს მინებს, შედის სახლებში და ფარდებს უკიდებს ცეცხლს. სიტუაცია მას შედეგ კიდე უფრო გამწვავდა, რაც სოფლის მაცხოვრებლებმა პოლიციას განცხადებით მიმართეს. აღნიშულ განცხადებაზე ხელმომწერ ერთ–ერთ ოჯახს ხელმოწერის დღესვე უხილავმა ქვებით ფანჯრები ჩაუმტვრია. ერთი ადგილობრივის თქმით კი, წერილი იპოვა, სადაც უხილავი ყველას დახოცვით იმუქრება. სოფელში მუდმივი მორიგეობის მიუხედავად, პოლიციამ ეჭვმიტანილს ჯერ ვერ მიაკვლია.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3410
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია