დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სტიქიით მიყენებული ზარალი 3 მილიონი ლარია
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/08 22:44:12

 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, შოთა მურღულიას, ინფორმაციით, 4-5 სექტემბრის სტიქიით მიყენებული ზარალი დაახლოებით 3 მილიონ ლარს აღწევს. უფრო ზუსტი მონაცემები, 10%-იანი ცდომილებით, 2-3 დღეში გახდება ცნობილი.


სტიქიამ განსაკუთრებული ზიანი შავიზღვისპირა მუნიციპალიტეტებს მიაყენა, ძირითადად - ბათუმს, სადაც რამდენიმე ოჯახი ადგილობრივმა თვითმმართველობამ სხვა სახლებში გადაიყვანა, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. დაზიანდა ოზურგეთის, ჩოხატაურის, ხობის, მესტიისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებიც, ფოთსა და ზუგდიდში კი მნიშვნელოვანი ზიანი არ დაფიქსირებულა.

მურღულიამ 2013 წელს განსაკუთრებით გახშირებული სტიქიების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ყველა მუნიციპალიტეტს ეთხოვა სანიაღვრე არხებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენა, რათა აღნიშნული პრობლემა ეტაპობრივად გადაიჭრას.

მინისტრის მონაცემებით, მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ სტიქიების შედეგების სალიკვიდაციოდ 31 მუნიციპალიტეტს 34 მილიონ ლარზე მეტი გამოუყო.

წყარო "სარკე"
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3014
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია