დაისვენე კურორტ ახალდაბაში
თამაზ ტყემალაძე: ტელევიზია არის ჩემი უსაყვარლესი სამსახურიც და ოჯახიც
ავტორი:
2013/09/06 16:20:02
"საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტყემალაძე ამბობს, რომ ამ თანამდებობაზე თანხმობა დიდი ფიქრის შემდეგ განაცხადა. „დიდი ჭოჭმანის შემდეგ დავეთანხმე, იმიტომ, რომ ძალიან ძნელი არის საერთოდ ასეთ ვითარებაში იხელმძღვანელო, თანაც ჯერჯერობით ეს ეგრეთ წოდებული გუნდი შექმნილი არ არის, მაგრამ უკვე აქ მოვბრუნდი აპრილის ბოლოდან და ბევრი რამ ცნობილია ჩემთვის. ალბათ ტელემაყურებლებისთვის ისიც ცნობილი იქნება, რომ მე ჩემი სიჭაბუკე მთლიანად და შუაკაცობაც აქ დავასრულე. რეფორმები რომ დაიწყო „ვარდების რევოლუციის“ ხალხმა, სულ დრიხინ-დრიხინით ჩამოგვყარეს სუყველანი, მაგრამ ერთი წამით დამიტოვებია ტელევიზია. ეს არის ჩემი უსაყვარლესი სამსახურიც და ოჯახიც,“ - განაცხადა ტყემალაძემ. "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორი, გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან დღეს გადააყენეს. უნდობლობა გენერალურ დირექტორს, საბჭომ ერთხმად გამოუცხადა.  "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის მოვალეობას ბარათაშვილის პირველი მოადგილე, თამაზ ტყემალაძე შეასრულებს. ამ დღეებში გამოცხადდება კონკურსი ახალი გენერალური დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად.  საბჭოს წევრები უნდობლობის გამოცხადების მიზეზად გიორგი ბარათაშვილის მუშაობასა და ბორდის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების არარსებობას ასახელებენ. მათი განცხადებით, საბჭომ არაერთხელ მოსთხოვა გენერალურ დირექტორს, 2013-2014 წლის საეთერო სეზონისთვის ფინანსურად დასაბუთებული გადაცემების აღწერილობა, სავარაუდო ბიუჯეტი და მათი წარმოებაში ჩაშვების გეგმა წარედგინა. ბორდის წევრების თქმით, საბჭოს მიმართვის მიუხედავად, დღემდე არ იყო წარდგენილი ორგანიზაციის საშტატო განრიგი, სახელფასო ფონდი და სახელფასო სარგოები. შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭოს მიერ 4 მარტს მიღებული გადაწყვეტილება გიორგი ბარათაშვილის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სასამართლოს გადაწყვეტილებით, 15 აპრილს გაუქმდა, 24 აპრილს კი ბარათაშვილი, აღსრულების ეროვნული ბიუროს გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე დაბრუნდა. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1510
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია