დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით ლორთქიფანიძე ირმა ნადირაშვილს პასუხობს
ავტორი:
2013/09/06 15:21:03
საქართველოს პარლამენტის ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრი დათო ლორთქიფანიძე ირმა ნადირაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება, რომელშიც უმცირესობის წევრი ხელისუფლებას ადგილობრივ თვითმართველობებზე და ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრებზე ზეწოლაში ადანაშაულებს. კონკრეტულად, კი ნადირაშვილი ვანის რაიონში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. "ვაცხადებ, რომ ნადირაშვილის განცხადება არის სიცრუე, იმდენად რამდენადაც ვანის მუნიციპალიტეტში, შვებულებაში მყოფი გამგებლის ,ზურაბ გეგიძის გადაყენება რამდენიმე დღის წინ მოინდომეს, პარლამენტის წევრმა ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დეპუტატმა პაატა ლეჟავამ, იმერეთის რეგიონის მოქმედმა გუბერნატორმა, გია მატარაძემ და ვანის საკრებულოს გადაყენებულმა თავმჯდომარემ დავით კაკაბაძემ. მათ, გამგებელი დაიბარეს და მოთხოვეს თანამდებობიდან გადამდგარიყო. აქედან გამომდინარე , მაინტერესებს სად ხედავს ქალბატონი ირმა ნადირაშვილი თვითმართველობებზე ხელისუფლების ჩარევას’’- აცხადებს დათო ლორთქიფანიძე.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1755
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია