დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ზურაბიშვილი სასამართლოს კვლავ პოლიტიკური გადაწყვეტილებების შესრულებაში ადანაშაულებს
ავტორი:
2013/09/06 14:55:02
"საქართველოს გზის" ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, სადაც მისი სარჩელი არ დააკმაყოფილეს, განაცხადა, რომ დასკვნა, რომელიც სასამართლომ გამოიტანა იყო არაფერზე დაფუძნებული, სრულიად უსაფუძვლო და ყოველგვარ არგუმენტს მოკლებული. მისი თქმით, სასამართლოს დღევანდელმა გადაწყვეტილებამ აჩვენა, რომ საქართველოს დემოკრატია არის შავ დღეში. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს არ ჰყავს დამოუკიდებელი სასამართლო. მისი თქმით, სასამართლო დღეს კიდევ პოლიტიკურად მსჯელობს. იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ორ სამუშაო დღეში გაასაჩვრებს. მისი თქმით, იგი ამ ბრძოლას ბოლომდე მიიყვანს. როგორც ცესკოს წარმომადგენლები აცხადებენ, მოსამართლემ სწორი გადაწყვეტულება მიიღო. ადვოკატები კი საპირისპიროს ამტკიცებენ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სალომე ზურაბიშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ზურაბიშვილის სარჩელი ცესკოს სამი სექტემბრის იმ გადაწყვეტილებას ეხება, რომლის თანახმად, მას არ მიეცა საშუალება, საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებულიყო.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1722
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია