დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქდმ ცესკოს ამომრჩეველთა ხმების დაცვისკენ მოუწოდებს
ავტორი:
2013/09/06 14:48:02
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენელმა, ლევან ვეფხვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ცესკოს მიმართ მათი მთავარი მოთხოვნა ამომრჩეველთა ხმების დაცვა და საარჩევნო ადგილებზე მიუკერძოებელი ადამიანების გაშვებაა. როგორც ვეფხვაძე აცხადებს, საარჩევნო ადმინისტრაციაში 50 ათასამდე ადამიანია დასაქმებული და ამ ადამიანების ძირითადი ნაწილი პარტიების მიერაა წარდგენილი. "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" უნდათ ეს 50 ათასი ადამიანი გამოიყენონ აგიტაციისთვის და თავიანთი კანდიდატების მხარდასაჭერად. "ჩვენი მთავარი შეთავაზება და მოთხოვნა ცესკოს მიმართ არის, რომ მათ დაიცვან ამ 50 ათასი კაცის მიუკერძოებლობა იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო ადგილებზე იყოს მიუკერძოებელი და ამ ორმოცდაათასმა ადამიანმა დაათვალოს შედეგები ისე, რაც ყუთებში იქნება და არა ისე, როგორც მათ კანდიდატებს, მარგველაშვილსა და ბაქრაძეს სჭირდებათ," - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. ვეფხვაძემ ასევე ქვეყანაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანია შეაფასა და განაცხადა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში, გაცილებით ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა. მათ შორის, გამგებლებისთვის აგიტაციის აკრძალვა.  "როგორც ჩანს, შეთანხმდნენ იმაზე, რომ გამგებლებმა გააგრძელონ აგიტაციაში ძალიან ღიად მონაწილეობა, მოსახლეობაზე ზეწოლა და დაშინება და სხვადასხვა პროგრამებით მოსყიდვა სასურველი შედეგის მისაღებად," - განაცხადა ვეფხვაძემ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1729
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია