დაისვენე კურორტ ახალდაბაში
გიორგი თარგამაძე ამომრჩევლებს თერჯოლაში შეხვდა
ავტორი:
2013/09/06 14:47:02
„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თერჯოლაში იმყოფებოდა. მოძრაობის წევრებთან- მაგდა ანიკაშვილთან და გიორგი ახვლედიანთან ერთად თარგამაძე მოსახლეობას შეხვდა და მათ მისი საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. გიორგი თარგამაძის თქმით, მისი პოლიტიკური მოძრაობა ერთსქესიანთა ქორწინებას ეწინააღმდეგება, რისთვისაც მათ თერჯოლაში დღესვე, ხელმოწერები შეაგროვეს. პრეზიდენტობის კანდიდატი იმასაც ამბობს, რომ ისინი საარსებო მინიმუმის 250 ლარამდე ზრდას ემხრობიან. ხვალ, „ქრისტიან-დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატი ბოლნისს ეწვევა. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1628
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია