დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ირანი ემზადება საპასუხო მოქმედებისათვის სირიაზე თავდასხმის შემთხვევაში
ავტორი:
2013/09/06 14:43:02
”Wall Street Journal”-ის მონაცემებით, ამერიკულმა დაზვერვამ ხელში ჩაიგდო მონაცემები, რომელთა მეოხებითაც ცნობილი გახდა, რომ ირანული სპეცსამსახურები აძლევენ მებრძოლებს ბრძანებას, შეუტიონ აშშ-ის საელჩოსა და სხვა დიპლომატიურ უწყებებს ბაღდადში, იმ შემთხვევისათვის, თუ დასავლეთის ქვეყნები განახორციელებენ დარტყმას სირიაზე. ბრძანება გასცა გენერალმა  კასემ სულეიმანიმ - ირანული ელიტური სპეცდანაყოფის - ”ალ-კუდსის” მეთაურმა, ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის შემადგენლობიდან. სულეიმანი ერაყულ შიიტურ დაჯგუფებებს მოუწოდებს მზადყოფნისაკენ, ვაშინგტონის სირიული ოპერაციის შემთხვევაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოუწოდა თავის მოქალაქეებს ერაყში გამგზავრებისაგან თავის შეკავებისაკენ.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1799
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია