დაისვენე კურორტ ახალდაბაში
იპოთეკარები-გიორგი მარგველაშვილი ჩვენს ხმებს ვერ მიიღებს
ავტორი:
2013/09/06 12:53:08
ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილმა იპოთეკური სესხებით დაზარალებულმა მოქალაქეებმა შენობიდან გამოსულ დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს. აქციის მონაწილეთა განცხადებით, თუ მთავრობა გამოსახლებებს არ შეაჩერებს და გრძელვადიან, დაბალპროცენტიან სესხებს არ გასცემს, ისინი პარლამენტის ტერიტორიას არ დატოვებენ. „დღეიდან გამოცხადებული გვაქვს შიმშილობა და ეს უვადოდ გაგრძელდება. კარვებს მოვიტანთ და აქ გავშლით,“ - ამბობენ პარლამენტთან შეკრებილები. აქციის მონაწილეებს დეპუტატი ელისო ჩაფიძე შეხვდა, რომელმაც იპოთეკური სესხებით დაზარალებულ მოქალაქეებს განუმარტა, რომ დეპუტატები მხარს უჭერენ მათ მოთხოვნას, თუმცა მთავრობის თანხმობის გარეშე რეაგირება არ შეუძლიათ. „ქალბატონო ელისო გიორგი მარგველაშვილს გადაეცით 750 000 გამრავლებული სამზე მოქალაქის სახელით, რომ ჩვენს ხმებს ვერ მიიღებს,“ - განუცხადეს ჩაფიძეს მოქალაქეებმა. შეგახსენებთ, რომ იპოთეკური სესხებით დაზარალებულები პარლამენტთან დღეს, დღის განმავლობაში  იმყოფებიან. ტერიტორიაზე მობილიზებული პოლიციაც. 
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1779
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია