დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სასამართლო გადაწყვეტილება
ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი: „როგორც ჩანს, ძალიან შორია სასამართლოდან მერიამდე და ამიტომ იგვიანებს უწყება"
ავტორი:
2013/09/06 12:25:38

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი, რომელიც კვირის დასაწყისიდან სასამართლოს მიერ უფლებამოსილია, დაიკავოს ვიცე-მერის პოსტი, თანამდებობაზე ამ დრომდე არ დაბრუნებულა, რადგან ქუთაისის მერიას სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც თავად კოტე რატიანი ამბობს, უწყების გაგზავნა ფოსტით გადაწყდა და ის  ამ დრომდე არ ჩაბარებია  ადრესატს.

„მე მითხრეს, ფოსტით ვაგზავნითო.  როგორც ჩანს, ძალიან  შორი მანძილია სასამართლოდან  ქუთაისის მერიამდე და ამიტომ იგვიანებს უწყება. დოკუმენტის აქამდე მოტანას რაღა უნდოდა?" –ამბობს კოტე რატიანი.

ქუთაისის ყოფილი ვიცე-მერი დაკავებული თანამდებობიდან რეორგანიზაციის ფარგლებში გაათავისუფლეს, რის შემდეგაც რატიანმა სარჩელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში შეიტანა. სასამართლოს გადაწყვეტილებით კი რატიანი დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს პოსტზე.

რეორგანიზაციის ფარგლებში გათავისუფლებული კიდევ ერთი ვიცე-მერის საქმეს ქუთაისის სასამართლო დღეს განიხილავს. ამირან ძოწენიძის პროცესი 17 საათზეა ჩანიშნული.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3334
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია