დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით სერგეენკო - იაშვილის კლინიკა მფლობელებმა ყველასგან დაუკითხავად გაყიდეს
ავტორი:
2013/09/06 12:40:02
დავით სერგეენკო - იაშვილის კლინიკა მფლობელებმა ყველასგან დაუკითხავად გაყიდეს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იაშვილის კლინიკაში ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე ინფორმირებულია. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა, კლინიკა მფლობელებმა რამდენიმე დღის წინ ყველასგან დაუკითხავად გაყიდეს."ბოლო ხუთი დღის განმავლობაში კლინიკაში მომხდარ სკანდალებზე ჩვენთვის ცნობილია და მინისტრის პირველი მოადგილე დღეს ადგილზე იმყოფება. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს კლინიკის ახალი მფლობელი თურქია თუ სხვა ეროვნების, რადგან კანონის წინაშე ყველას თანაბრად მოუწევს პასუხისგება", - განაცხადა სერგეენკომ და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საქმის კურსში არც კლინიკის ახალ მფლობელს ჩაუყენებია.იაშვილის სახელობის კლინიკის ექიმების ნაწილი საავადმყოფოს წინ საპროტესტო აქციას მართავს.როგორც " ინტერპრესნიუსთან " საუბრისას აქციის მონაწილე ექიმები აცხადებენ, ისინი აპროტესტებენ საავადმყოფოს ინვესტორის " უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპის " წარმომადგენლის თექინ ატიკის საქციელს.როგორც ექიმები აცხადებენ, მას შემდეგ რაც " უნივერსალ ჰოსპიტალ გრუპმა " იაშვილის კლინიკასთან ერთად კიდევ ოთხი კლინიკა შეიძინა, ვითარება რადიკალურად შეიცვალა. კერძოდ, იაშვილის კლინიკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ თექინ ატიკი კლინიკაში, ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მიდის. ექიმები იმასაც ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, თექინ ატიკი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშაც არის და ამიტომ მედპერსონალის მიმართ არაადეკვატურია.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1655
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია