დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ქართველმა კალათბურთელებმა პოლონელები 17 ქულიანი სხვაობით დაამარცხეს
ავტორი:
2013/09/06 12:36:03
ევროპის პირველობაზე კალათბურთში საქართველომ პოლონეთს 17 ქულიანი სხვაობით 84:67 მოუგო. საქართველოს ნაკრებში საუკეთესო ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც 23 ქულა და 6 მოხსნა მოაგროვა. მანუჩარ მარკოიშვილმა 18 ქულა მოაგროვა, გიორგი შერმადინმა კი 13 ქულა და 9 მოხსნა.  ცნობისთვის, სლოვენიაში კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატი დღეს დაიწყო და 22 სექტემბრამდე გაგრძელდება, რომელშიც მონაწილეობას ევროპის 24 ნაკრები იღებს. ევროპის პირველობას სლოვენიის 4 ქალაქი - ლუბლიანა, კოპერი, იეშენიცე და ცელიე მასპინძლობს. საქართველოს ნაკრები თავის თამაშებს ცელიეში ჩაატარებს. შეგახსენებთ, რომ იგორ კოკოშკოვის გუნდი С ჯგუფში ასევე დაუპირისპირდება მასპინძელ სლოვენიას, ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტ ესპანეთს,  ხორვატიას და ჩეხეთს. საქართველოს ნაკრები ხვალინდელ თამაშს ხორვატიასთან გამართავს, თბილისის დროით 16:30 წუთზე გამართავს.
წყარო: news.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1538
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია