დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კბილაშვილი მერაბიშვილის ადვოკატებს პასუხობს
2013/09/05 21:54:27

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ადვოკატებს პასუხობს. კბილაშვილის განცხადებით, მერაბიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიება ნამდვილად ქუთაისში უნდა შეეფარდებინათ, რადგან გამოძიება სწორედ ამ ქალაქში წარიმართა.

"ჩვენ ბევრჯერ განვმარტეთ, რომ გამოძიება დასაქმების პროგრამის დროს სახელმწიფო რესურსის უკანონო გამოყენებასთან დაკავშირებით, ქუთაისში მიმდინარეობდა და ამ საქმეს დასავლეთ საქართველოს პროკურატურა იძიებდა. სწორედ მან აწარმოა საქმის გამოძიება მთელი საქართველოს მასშტაბით და როცა ის დასრულდა, ბუნებრივია, მანვე მისცა ეს ადამიანი პასუხისმგებლობაში. სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხდებოდა ქუთაისში, ბრალდება მერაბიშვილს წარედგინა და აღმკვეთი ღონისძიება განხილული იქნა სწორედ ამ ქალაქში. ადვოკატებს შეუძლიათ საქმის მასალები ნახონ, რომელშიც მითითებულია, რომ გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეკემბერში სწორედ ქუთაისში დაიწყო", - აღნიშნა კბილაშვილმა. მისივე თქმით, არ იცის, რომელმა მოსამართლემ განიხილა მერაბიშვილის საქმე. 

ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) განჩინება გამოტანილი აქვს არაუფლებამოსილ მოსამართლეს. ამის შესახებ ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", ვანო მერაბიშვილის გვერდზე გავრცელდა. დაცვის მხარე მოითხოვს განჩინების გაუქმებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას და ქუთაისის სასამართლოს აცილებას.

ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის დაცვის მხარის მითითებით, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა არაუფლებამოსილმა მოსამართლემ შეუფარდა. დაცვის მხარე მოითხოვს განჩინების გაუქმებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას და ქუთაისის სასამართლოს აცილებას.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2624
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია