დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე კონტროლი იწყება
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/05 21:05:18

საქართველოს მთავრობის დადგენილებთ, სავაჭრო ობიექტებში გენმოდიფიცირებული პროდუქცია შესაბამისი მითითებებით გაიყიდება. ასევე, მიღებულია დადგენილება ბიოწარმოების შესახებ, რაც გენმოდიფიცირებულ პროდუქციაზე სავალდებულო მითითებებით ეტიკეტების გაკეთებას გულისხმობს.

 

აღნიშნულის შესახებ პარლამენტის აგრარული კომიტეტის თავმჯდომარემ გიგა აგულაშვილმა პარლამენტის პლენალურ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით,  მთავრობის მიზანს  გენმოდიფიცირებული პროდუქციის პოპულარიზაცია არ წარმოადგენს, პირიქით, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ აუცილებლია, მომხმარებელს პროდუქციაზე სწორი ინფორმაცია მიეწოდოს.
ამ დროისათვის გენმოდიფიცირებული პროდუქციის გარჩევა, ქვეყანაში არსებული ტექნიკური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეუძლებელია. თუმცა, ამავდროულად, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად სოფლის მეურნეობის სამინისტრო ლაბორატორიის შექმნას გეგმავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3770
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია