საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მონიტორინგი
"ბავშვთა საკითხები მედიაში" - პროექტის ანგარიშის წარდგენა ქუთაისში
ავტორი:
2013/09/05 16:57:45

დღეს ქუთაისის  "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში"  საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის
წარმომადგენლებმა ბავშვთა საკითხების მედიაში გაშუქების მინიტორინგის  შედეგები წარადგინეს.

გაეროს ბვშვთა ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში მესამე თვეა მიმდინარეობს ქართული მედიის მონიტორინგი ბავშვთა საკითხების გაშუქებაზე. მონიტორინგის ობიექტები არიან როგორც ტელეკომპანიები, ასევე პრესა და ონლაინ მედია. მონიტორები აკვირდებიან მედიაში გამოქვეყნებულ მასალებს და განიხილავენ მათ როგორც მაუწყებელთა ქცევის კოდექსთან, ისე საერთაშორისო ჟურნალისტურ სტანდარტებთან მიმართებაში.

"ბავშვთა საკითხები და ის ისტორრიები,  რომელსაც მედია აშუქებს პირდაპირ კავშირშია მათ შემდგომში რესოციალიზაციასთან. ამიტომ ბავშვთა საკითხები უნდა გასუქდეს უპირატედი კეტილდღეობის  პრინციპით, რომ ვიფიქროთ ბავშვზე და არა იმაზე, რომ მასალა იყოს სკანდალური და  მიმზიდველი მომხმარებლისთვის", -განაცხადა მედიაექსპერტმა  ზვიად ქორიძემ.

მონიტორინგის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ინფორმაციას რეგულარულად აწვდის მედიასაშუალებებს და მიმართავს შეცდომის გასწორების ან სამომავლოდ გათვალისწინების რეკომენდაციით.

 

ერთობლივი პროექტის მიზანია მედიაში არსებული პრობლემების გამოვლენა და ბავშვთა საკითხების ეთიკური ნორმების დაცვით გაშუქების ხელშეწყობა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2187
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია