დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თემიდა
ვანო მერაბიშვილის ადვოკატები ქუთაისის სასამართლოს უნდობლობას უცხადებენ და მის აცილებას ითხოვენ
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/05 11:37:33

დღეს ვანო მერაბიშვილის ადვოკატებმა გაავრცელეს სპეციალური განცხადება, რომელშიც დაცვის მხარე აცხადებს, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიმართ შეფარდებული აღმკვეთი ღონისძიების (პატიმრობის) განჩინება გამოტანილი აქვს არაუფლებამოსილ მოსამართლეს. დაცვის მხარე მოითხოვს განჩინების გაუქმებას, მოსამართლის მიმართ დისციპლინური დევნის დაწყებას და ქუთაისის სასამართლოს აცილებას.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მალხაზ გურული, რომელმაც ძალაში დატოვა მერაბიშვილის აღმკვეთი ღონისძიება, არის სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი . საქართველოს კანონმდებლობის თანახმად (საქართველოს ორგანული კანონი საერთო სასამართლოების შესახებ, მუხლი 23, პუნქტები 1, 2, 3 და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი მუხლი 207, პუნქტი 4. აღკვეთის ღონისძიების განხილვის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო კოლეგიის წევრ მოსამართლეს. აქედან გამომდინარე მას არ ქონდა უფლება, განეხილა აღმკვეთი ღონისძიება, შესაბამისად მოსამართლე მალხაზ გურულმა დაარღვია კანონი.

ივანე მერაბიშვილის მიმართ დარღვეულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. დაცვის მხარე გაასაჩივრებს ამ დარღვევას, სხვა დარღვევებთან ერთად, სტრასბურგის სასამართლოში. დარღვევა იმდენად არსებითია, რომ დაცვის მხარე ამ სარჩელს აუცილებლად მოიგებს. თუ საქართველოს მთავრობას სურს, თავიდან აირიდოს საერთაშორისო სკანდალი, მან უახლოეს დღეებში უნდა მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მერაბიშვილის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გაუქმება.

დაცვის მხარე ასევე მიმართავს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოახდინოს აღნიშნული ფაქტის შესწავლა და დაიწყოს მის მიმართ დისციპლინური დევნა.
დაცვის მხარე ასევე მოითხოვს, აცილება მიეცეს ყველა იმ სასამართლოს, რომლის განაჩენიც აპელაციის შემთხვევაში უნდა გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ვინაიდან ამ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს უკვე გამოტანილი აქვს უკანონო გადაწყვეტილება და არსებობს ეჭვი, რომ იგი არის პროკურატურის კონტროლის ქვეშ. კითხვებს ბადებს ისიც, რომ ივანე მერაბიშვილთან დაკავშირებული ყველა შუამდგომლობა, მათ შორის, აღკვეთის ღონისძიება, ყადაღის დადება და შემდეგ მოხსნა, პროკურატურის შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომების ვადის გაგრძელება, ადვოკატის შუამდგომლობით ვადის გაგრძელებაზე უარი, განხილა ერთმა მოსამართლემ, დავით ახალბედაშვილმა, რაც ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას.

ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, ვფიქრობთ აშკრაა, რატომ ითხოვს პროკურატურა დაჟინებით საქმის განხილვას ქუთაისში, მაშინ, როდესაც პროკურატურისავე მტკიცებით, ერთი დანაშაული ჩადენილია თბილისში, ხოლო მეორე ბათუმში. საქმის ქუთაისში განხილვა ასევე ეწინააღმდეგება დამკვიდრებულ სასამართლო პრაქტიკას და ასევე მეტყველებს სუბიექტურ მიდგომაზე.

დაცვის მხარეს სურს, აქვე გამოეხმაუროს სასჯელაღსრულების სამინისტროს ცინიკურ პოზიციას ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. დაცვის თხოვნაზე, მიეცათ ოჯახისათვის ექიმების შეყვანისა და მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების უფლება, სამინისტრომ განაცხადა, რომ მერაბიშვილთან სისტემატურად შედის ფსიქიატრი. სამინისტროს აგდებული დამოკიდებულება დაკავებულის ჯანმთელობის მიმართ, დაცვის მხარეს აიძულებს, მიმართოს საერთაშორისო საზოგადოებას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს, განსაკუთრებულ კონტროლზე აიყვანონ მერაბიშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2923
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია