საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში სტომატოლოგიურ დაწესებულებათა დიდი ნაწილი ლიცენზიის გარეშე მუშაობს
ავტორი:
2013/09/04 15:36:58

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნის მასშტაბით არსებული სტომატოლოგიური დაწესებულებების მონიტორინგს იწყებს. სამინისტროს ინიციატივით, ლიცენზიები, რომელიც მხოლოდ მაღალი სტანდარტების სტომატოლოგიური კლინიკებისა და პოლიკლინიკებისთვის იყო სავალდებულო,  ამიერიდან გაუქმდება და მას აკრედიტაცია ჩაანაცვლებს, რაც  ჯანდაცვის მინისტრის თქმით მუდმივი მონიტორინგის გარანტია იქნება.

2005 წლიდან მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით ლიცენზიის მიღების  პროცედურის გამარტივებამ, ზოგ შემთხვევაში კი  ლიცენზიის აღების ვალდებულების მოხსნამ, ხელი შეუწყო  ქვეყანაში სტომატოლოგიურ დაწესებულებათა რაოდენობის მკვეთრ ზრდას, რაც უარყოფითად აისახა მომსახურების ხარისხზე.  ფუნქციონირება დაიწყო ე.წ. სტომატოლოგიურმა კაბინეტებმა, სადაც  მომსახურების ხარისხი დაბალია,  პაციენტის სხვადასხვა ინფექციით დაავადების საფრთხე კი მაღალი. ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ  როგორც თავად სტომატოლოგებიც ადასტურებენ  ბოლო ათი წელია მსგავს დაწესებულებებში მონიტორინგი არ განხორციელებულა. 

ქუთაისში დაახლოებით 170-მდე სტომატოლოგიური დაწესებულებაა. მათ დიდ ნაწილს სწორედ სტომატოლოგიური კაბინეტები შეადგენს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სტანდარტების მინიმუმსაც ვერ აკმაყოფილებენ.  

 შპს "პრიმა დენტის" დირექტორი ჯანდაცვის სამინისტროს ინივიატივას მიესალმება და ამბობს, რომ აკრედიტაციის შემოღება მკვეთრად შეამცირებს მათ რაოდენობას. 

"მივესამლები სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას. აუცლილებელია მონიტორინგი, რადგან ბევრი ისეთი კლინიკაა, რომელსაც რენტგენიც კი არ აქვს, რის  გარეშეც  პაციენტისთვის სწორი მკურნალობის ჩატარება შეუძლებელია. მინიმუმი ტანდარტი რაც ყველა კლინიკაში უნდ იყოს, არის სტერილიზაცია, რენტგენის კაბინეტი და საკმარისი ფართი. თუ მუდმივი კონტროლი იქნება, ეს ცხადია შეამცირებს  კლინიკებისა თუ სტომატოლოგიური კაბინეტების რიცხვს, მაგრამ გაზრდის მომსახურების ხარისხს", -ამბობს შპს "პრიმა დენტის" დირექტორი დავით ნოდია.

"ასეთ პატარა ქალაქში რა საჭიროა ამდენი  სტომატოლოგიური მომსახურების ცენტრები?  მე არ ვიცი სხვა როგორ მუშაობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ პაციენტი არ უნდა იყოს ექიმის კეთილსინდისირების იმედად.  თუნდაც არ გაკონტროლებდეს ვინმე, ვალდებული ხარ კარგად  აკეთო შენი საქმე, -ამბობს "რეგიონალური სტომატოლოგიური ცენტრის" ექიმი-სტომატოლოგი  გულიკო კვიტაშვილი.

 

რა მინიმალურ სტანდარტებს დააწესებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო სტომატოლოგიური კლინიკებისთვის და   როდიდან გაიცემა აკრედიტაციები ჯერჯერობით დეტალები უცნობია.   

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3537
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია