დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კომკურსი
ზესტაფონის ახალი გამგებელი კონკურსის წესით შეირჩევა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/04 15:53:36

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესარჩევად ადგილობრივ თვითმმართველობაში საკრებულოს გადაწყვეტილებით საკონკურსო-საატესტაციო კომისია შეიქნმა. გამგებლის თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება მიმდინარე წლის 7 სექტემბრამდე შეუძლიათ. რის შემდეგაც შვიდკაციანი კომისია წარმოდგენილ დოკუმენტაციას გაეცნობა. მეორე ეტაპზე კი, რომელიც 12 სექტემბერს დაიწყება, შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება მოხდება. კომისიის წევრების ხმათა უმრავლესობით შეირჩევა კანდიდატი, რომელიც ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობას დაიკავებს. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით კომისიაში 15 განცხადებაა შესული.

შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე ზესტაფონის გამგებლის თანამდებობა ნუგზარ ქამუშაძეს ეკავა.

 

გამგებლის დანიშვნის შემდეგ, როგორც  ზესტაფონის ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ დაიწყება რეორგანიზაცია, რის შემდეგაც თანამშრომლები კონკურსის წესით შეირჩევიან.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2777
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია