დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადამიანები
უცნაური მილიარდერები
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2013/09/03 16:54:30

წელს „ფორბსმა“ 10 ყველაზე ექსცენტრიული მდიდარი ადამიანის რეიტინგი შემდეგნაირად დააკომპლექტა:

 

პირველ ადგილზე მილიარდერი მარკ ცუკერბერგია,რომელიც პირუტყვს თავად კლავს 

სოციალური ქსელის მომხმარებლებს დიდი ხნის განმავლობაში ეგონათ, რომ Facebook–ის დამფუძნებლის ყველაზე უცნაური თვისებები პათოლოგიური სიმორცხვე და კოლეგების ფარიკაობაზე მიპატიჟებაათუმცა 2011 წლის მაისში მარკ ცუკერბერგმა მოულოდნელად საკუთარ პერსონალურ გვერდზე გამოაქვეყნა სტატუსი: ეს–ესაა ღორი და თხა დავკალი.“ 

ცუკერბერგს მაშინვე თავს დაატყდა აღშფოთებულიფრენდებისკომენტარები, რომლებიც მას სისასტიკესა და ამორალობაში ადანაშაულებდნენ. ამ თავდასხმების პასუხად კი მილიარდერმა წყნარად აუხსნა მათ, რომ უბრალოდ მეცხოველეობით დაინტერესდა და გადაწყვიტა, საკვებად მხოლოდ იმ ცხოველების ხორცი გამოიყენოს, რომლებიც თავად დაკლა.  

კლეივ პალმერი: მილიარდერი, რომელმაც დინოზავრები გააცოცხლა 

კომპანია Mineralogy– დამფუძნებელმა, ქვანახშირის ავსტრალიელმა მაგნატმა, რომლის ქონებაც 0,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, გასული წლის ზაფხულში განაცხადა, რომ მზადაა ბრისბენის მიდამოებში იურული პერიოდის ნამდვილი პარკი გააშენოს, რომელიც სხვადასხვა გადაშენებული სახეობის ცხოველით იქნება დასახლებული

 დინოზავრების „გაცოცხლებას“ პალმერი კლონირების მეთოდით გეგმავდა. მისი აზრით, პრეისტორიული არსებების „დნმ“ შეიძლება, მათ ნარჩენებში იყოს შემონახული. 

 პალმერმა მეცნიერებთან მოლაპარაკებებიც კი დაიწყო, თუმცა ისინი მის იდეას სკეპტიკურად მიუდგნენ და განაცხადეს, რომ სიცოცხლისუნარიანი გენეტიკური მასალის მოძიება ვერ მოხერხდებოდა. შედეგად, ბიზნესმენი უფრო რეალისტურ პროექტზე შეჩერდა და გადაწყვიტა მექანიკური დინოზავრებით დასახლებული პარკი აეშენებინა.  

 გარდა ამისა, ის მილიონობით დოლარს დებს „ტიტანიკის“ რეკონსტრუქციაში და 2016 წელს აპირებს ლეგენდარული ლაინერის ორეულის გაშვებას.

 ალკი დევიდი: ინტერნეტ–მეწარმე, რომელიც ობამას შიშველ ადამიანებს უგზავნის.

 საიტ FilmOn–ის დამფუძნებელმა, რომლის ქონებაც 1,9 მილიარდ დოლარს შეადგენს, 2010 წელს ჩაუშვა საიტი BattleCam.com, რომლის მომხმარებლებსაც აქვთ საშუალება, კამერაზე ჩაწერონ თავიანთი უცნაური ქმედებები და ისინი ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ ქსელში განათავსონ. 

 

ახალი რესურსისადმი ინტერესის გასაძლიერებლად დევიდი 100 ათასი დოლარის გადახდას დაპირდა მას, ვინც ბარაქ ობამას წინ შიშველი გაივლიდა 

 

ეს თავზეხელაღებული ადამიანი შიშველი უნდა გამოსულიყო საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, პრეზიდენტის დასანახად და, რა თქმა უნდა, ეს სცენა ვიდეოზე გადაეღო.

 

რადგანაც ამ შეთავაზებამ დიდი აჟიოტაჟი ვერ გამოიწვია, ალკი დევიდმა პრიზის მოცულობა მილიონ დოლარამდე გაზარდა. კონკურსის დაწყებიდან ორიოდე თვეში ნიუიორკის მცხოვრები ხუან როდრიგესი ამ გზით მილიონის გამომუშავებას შეეცადა, მაგრამ მაშინვე პოლიციელების ხელში აღმოჩნდა, ობამამ კი ეს ინციდენტი ვერც კი შეამჩნია.

 

ნიკოლას ბერგგრიუენი, უსახლკარო ბიზნესმენი, რომელიც საინვესტიციო კომპანია Berggruen Holdings–ის დამფუძნებელია და ორმილიარდიან ქონებას ფლობს, მდიდარი ადამიანის ცხოვრების ყველა სიამოვნებით ტკბებოდა: ყიდულობდა ბინებს, მანქანებს, ხელოვნების რარიტეტულ ნიმუშებს... თუმცა 45 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ მილიარდერი მიხვდა, რომ მატერიალური ფასეულობები სიამოვნებას ვეღარ ანიჭებს.  

 

ამიტომ ის სულიერ და ინტელექტუალურ განვითარებაზე გადაერთო. მან გაყიდა საკუთარი ქონება, მათ შორის ელიტური უძრავი ქონება, და ახლა ოფიციალურად უსახლკაროდ ითვლება

 

იგი მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, ჩერდება სხვადასხვა სასტუმროში და ოფისში არცთუ იშვიათად ჩნდება. უსახლკარო ბიზნესმენი აღიარებს, რომ ბუნებით თავისუფლების მოყვარეა და არ სურს ზედმეტი პასუხისმგებლობების აღება, თუნდაც საქმე ნივთებს ეხებოდეს.

 

პოლ ალენი: მილიარდერი, რომელიც მარსზე სიცოცხლეს ეძებს

 

Microsoft–ის თანადამფინანსებელი, რომლის ქონებაც ამჟამად 15 მილიარდ დოლარს შეადგენს, ბავშვობიდან გატაცებულია სამეცნიერო ფანტასტიკით. დღეს მის კოლექციაში არის კაპიტან კირკის სავარძელი სერიალიდანვარსკვლავური გზადა სხვა ექსპონატები

 

ამასთან, მეწარმემ 30 მილიონ დოლარზე მეტი ჩადო ტელესკოპების განსაკუთრებული სისტემის შექმნაში, რომლის მიზანიცუცხოპლანეტური გონებისაღმოჩენაა.  

 

ამ თანხით სანფრანცისკოს ჩრდილოაღმოსავლეთში ათობით ზემგრძნობიარე ანტენა დაამონტაჟეს, რომლებმაც სხვა პლანეტებზე მცხოვრები მოაზროვნე არსებების მიერ გამოგზავნილი სიგნალები უნდა დააფიქსირონ. ალენს სჯერა, რომ 2025 წლისთვის კაცობრიობა მიიღებს იმის უტყუარ მტკიცებულებებს, რომ მარსზე სიცოცხლე არსებობს.

 

ინგვარ კამპრადი: IKEA– დამფუძნებელი, 3,3 მილიარდი დოლარის ქონების მფლობელი საზოგადოებრივი ტრანსპორტით დადის

 

ეკონომიური მილიარდერიარც ისე იშვიათი მოვლენაა. მაგალითად, უორენ ბაფეტი ძველ სახლში ცხოვრობს, ნავთობის მაგნატ პოლ გეტს კი საკუთარი გატაცებული შვილიშვილის გამოსყიდვაზე დაენანა ფული.  

 

თუმცა ეს ყველაფერი წვრილმანებია ინგვარ კამპრადის მომჭირნეობასთან შედარებით: ყველაზე მდიდარი შვედი სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით და მგზავრობისას ყოველთვის წარადგენს პენსიონერის მოწმობას, რათა შეღავათით ისარგებლოს.

 

მივლინებების დროს ის მოკრძალებულ ოტელებში ჩერდება და თუ ფასში საუზმეც შედის, მას ბოლომდე მიირთმევს, რათა რესტორნებში ფულის დახარჯვა არ მოუხდეს. კამპრადს ამგვარი საქციელის მიზეზი აქვს: მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს მისმა ბაბუამ ვალების გადახდა ვერ შეძლო და თავი მოიკლა.

 

დონალდ ტრამპი: მლიარდერი, რომელიც აშშის პრეზიდენტს უთვალთვალებს

 

კაზინო Taj Mahal–ისა და სილამაზის კონკურსმის მსოფლიოსმფლობელს, რომლის ქონებაც 3,2 მილიარდი დოლარია, ბარაქ ობამას გაპრეზიდენტება მოსვენებას არ აძლევდა. როგორც ცნობილია, ტრამპი რესპუბლიკელებს უჭერს მხარს. ობამას დისკრედიტაციის სურვილმა მილიარდერი იქამდეც კი მიიყვანა, რომ YouTube–ზე პრეზიდენტისადმი პროვოკაციული ვიდეომიმართვა ატვირთა: მილიარდერმა პირობა დადო, რომ ქველმოქმედებაზე 5 მილიონ დოლარს დახარჯავდა, თუკი სახელმწიფოს მეთაური გამოაქვეყნებდა დოკუმენტებს, რომლებიც კოლუმბიის უნივერსიტეტში მის სწავლას ეხება, ასევე განცხადებას პასპორტის მიღების შესახებ.

 

ტრამპის თქმით, ამ მონაცემებს შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოეხდინა წინასაარჩევნო კამპანიაზე: ბიზნესმენს სურდა დაემტკიცებინა, რომ ობამას არცერთ უნივერსიტეტში არ უსწავლია, პასპორტი კი კენიაში მიიღო და შესაბამისად, არ აქვს პრეზიდენტად არჩევის უფლება.

თავად ობამას გარიგებისადმი ინტერესი არ გამოუხატავს

 

პიტერ ტილი: მილიარდერი, რომელიც იდეალურ საზოგადოებას ქმნის.

 

PayPal–ის დამფუძნებელი და ჰეჯფონდ Clarium Capital–ის პრეზიდენტი, რომელიც 1,6 მილიარდს ფლობს, ლიბერტარიანული ფილოსოფიის მიმდევარია და თვლის, რომ თითოეულ ადამიანს აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი ცხოვრება და ქონება

 

მათთვის, ვინც მის მოსაზრებებს იზიარებს, მილიარდერი მზადაათავისუფლების კუნძულებიშექმნას. მისი წარმოდგენით, ესაა მცურავი ავტონომიური მინისახელმწიფოები, რომლებიც მსოფლიო ოკეანეში გავა

 

პროექტის განხორციელება ბიზნესმენმა ორგანიზაცია Seastealing Institue– მიანდო და მის საქმიანობას პირადად აფინანსებს

 

ტილს იმედი აქვს, რომ 2019 წლისთვის პირველი კუნძული გაჩნდება, სადაც 270 ადამიანისთვის იქნება ადგილი. ბიზნესმენის გეგმების თანახმად, ეს კუნძულები იქნება იდეალური საზოგადოების საფუძველი და თავად გადაწყვეტენ, რომელი მთავრობა ყავდეთ, როგორ კანონებსა და მორალურ ნორმებს დაემორჩილონ.

 

ლეონა ჰელმსლი: ბიზნესვუმენი, რომელმაც 12 მილიონი დოლარი ძაღლს დაუტოვა.

 

სასტუმროების ქსელ Helmsley Hotels–ის მფლობელი, რომელსაც 2,5 მილიარდი დოლარის ქონება ჰქონდა, ისტორიაში სიძუნწის დედოფლის მეტსახელით შევიდა. სხვა ძუნწიმილიარდერებისგან განსხვავებით, ის საკუთარ თავს უარს არაფერში ეუბნებოდა, სამაგიეროდ კატეგორიულად არ სურდა ახლობლებისთვის საკუთარი ფულის გაყოფა. ერთადერთი არსება, რომლისთვისაც ფული არ ენანებოდა, მალტიურიბალონკაიყო მეტსახელად თრაბლ. 2007 წელს ჰელმსლი გარდაიცვალა და საკმაოდ ორიგინალური ანდერძი დატოვა: მისი დანაზოგიდან 12 მილიონი დოლარი მისმა საყვარელმა ძაღლმა მიიღო

 

მილიარდერის ოთხი შვილიშვილიდან ორს 4–4 მილიონი ერგო. ორი კი ცენტის გარეშე დარჩა. თუმცა მოგვიანებით ჰელმსლის ნათესავებმა სასამართლოს გზით შეძლეს თრაბლისთვის 10 მილიონი დოლარის წართმევა. მათ დაამტკიცეს, რომ ანდერძის შექმნის მომენტში ბიზნესვუმენი საღ აზრზე არ იყო.

 

რიჩარდ ბრენსონი, მილიარდერისტიუარდესა.

 

კორპორაცია Virgin Group–ის დამფუძნებელი, რომელიც 4,6 მილიარდიანი ქონების მფლობელია, ეპატაჟური ქმედებებით საზოგადოებას მუდმივად აოცებს. ის ხან საჰაერო ბუშტით გადაუფრენს ატლანტიკას, ხან კაიტსერფინგითაა დაკავებული შიშველ მოდელთან ერთად, ხან საქორწილო კაბაში გამოცხადდება ახალდაქორწინებულთა სალონის გახსნაზე და ....

 

მიმდინარე წლის მაისში კი ბრენსონმა საკუთარ თავსაც კი გადააჭარბა და საზოგადოების წინაშე ბორტგამცილებელი ქალის ფორმაში წარსდგა. თუმცა მილიარდერს ეს საკუთარი ნებით არ გაუკეთებია: მან  AirAsia– მფლობელთან სანაძლეო წააგო.  მეწარმეებმა სანაძლეო დადეს, თუ რომელი მანქანა მიაღწევდაფორმულა ერთისსეზონის ბოლომდე ყველაზე კარგი მაჩვენებლით.  

 

ბრენსონს არ გაუმართლა და სანაძლეოს პირობის თანახმად, მას თვითმფრინავის მგზავრების მომსახურება მოუწია, რასაც მშვენივრად გაართვა თავი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2789
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია