საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
პროტესტი
განაწყენებულ დევნილებს „აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის“ არ სჯერათ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2013/09/03 15:23:37

„აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის“ წევრები დღეს ქუთაისსა და წყალტუბოში მცხოვრებ დევნილებს შეხვდენენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.

„აფხაზეთიდან დევნილთა კავშირი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, რომლის გამგეობაც რვა წევრისგან შედგება, მათ შორის რიგითი დევნილებისგან. კავშირის მიზანს უშუალოდ აფხაზეთიდან დევნილი პირების საცხოვრებელი და საარსებო მდგომარეობის შესწავლას და შემდგომ ეტაპობრივად დახმარებას წარმოადგენს.

კომისიის ერთ-ერთი წევრის დიმიტრი ჯაიანის განცხადებით, კომისიის წევრები უკვე შეხვდნენ დასავლეთ საქართველოს რაიონებში მცხოვრებ დევნილებს.შემდგომი შეხვედრა კი თბილისში გაიმართება. დევნილებთან გასაუბრების  შედეგად ის პრიორიტეტები და პრობლემები გამოიკვეთა რაც დევნილებს აწუხებთ და რისი მოგვარებაც უმთავრესად მიაჩნიათ.

„ჩვენი მიზანია აფხაზეთიდან დევნილი ადამიანების დახმარება, ვატარებთ მონიტორინგს, ვეცნობით მათ პრობლემებს. არის შემთხვევები, როდესაც ერთ ოჯახს რვა და ცხრა ბინა აქვს მიღებული და არიანი ისეთები, რომლებსაც, ამ დრომდე არ მიუღიათ საცხოვრებელი ფართები, ამიტომ უპირატესობა, ისეთ ოჯახებს მიენიჭებათ, რომლებიც ქირით ცხოვრობენ.  ვთვლით რომ ოთხ წელიწადში დევნილების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება საბოლოოდ დასრულდება“-აღნიშნა დიმიტრი ჯაიანმა.

შეხვედრაზე მყოფი დევნილების უკმაყოფილო  ნაწილმა აღნიშნა, რომ მათ არც ახლადშექმნილი „აფხაზეთიდან დევნილთა კავშირის“ არ სჯერათ, ვინაიდან, როგორც თავად განაცხადეს, არაერთი დაპირების მიუხედავად, მათი მდგომარეობა არც ახალი მთავრობის პირობებში არ გაუმჯობესებულა. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2077
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია