დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შრომითი ურთიერთობები
უუფლებო მუშახელი ანუ "მილიონი ახალი სამუშაო ადგილი"ახლებურად
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/09/03 13:18:48

ქართულ შრომით ბაზარსა და საერთოდ, დასაქმებულებს, უამრავი პრობლემა აქვს. არა მარტო შრომითი კანონმდებლობა, არამედ სხვა რამდენიმე საკითხიც მისახედია. აღნიშნულ საკითხებზე საუბრობს იურისტი და პროფკავშირული ორგანიზაცია ,,ერთობის“ წარმომადგენელი დავით წიქარიშვილი.

 

საყოველთაოდ დამკვიდრებული შეხედულება,რომ ღარიბი ქვეყანა იმიტომაა ღარიბი, ზარმაცი, უსაქმური და კრიმინალური მიდრეკილების ადამიანებითაა დასახლებული. შეიძლება ვინმეს  აქვს ილუზია, რომ ჩვენ, დასაქმების  დღევანდელი კოეფიციენტის პატრონები, შევძლებთ, თანასწორივით ვესაუბროთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ათობით თაობის მუხლჩაუხრელი შრომითაა აშენებული, მაგრამ სერიოზულად თუ ვიმსჯელებთ, სასწრაფოდაა საჭირო რადიკალური ცვლილებები ამ სფეროში.

უცნაურია ის ფაქტი, რომ ახალმა მთავრობამ და პარლამენტმა დასაქმების პროგრამით  კი არა, პირდაპირ შრომის კოდექსით დაიწყო შრომის ბაზრის მოწესრიგება. როგორც წინა ხელისუფლებამ, ისე ახალმაც, პირდაპირ გვითხრა, ინვესტორი რომ არ გაგვექცეს, დასაქმებულის უფლებების დაცვას იმიტომ ვერიდებითო. ოღონდ, რაში უნდა სჭირდებოდეს ინვესტორს დამონებული და უუფლებო მუშახელი, ეს არავის უთქვამს. არადა, რა უნდა სჭირდებოდეს წესიერ ბიზნესმენს, რომ ფული ჩადოს ჩვენთან? დაბალი გადასახადები, სტაბილური გარემო, კვალიფიციური მუშახელი და სამართალი. ჯერჯერობით ამისი შეთავაზება არ შეგვიძლია, ჩვენი კანონებიც და გარემოც გათვლილია საეჭვო რეპუტაციის ბიზნესზე. ამიტომაც შემოვიდნენ ავანტიურისტები, ხოლო ჩვენი მუშახელის უუფლებობით ხელი შეეწყო საზღვარგარეთიდან მუშახელის შემოყვანას და ამაში ცალკე მოგება ნახა წინა ხელისუფლება. ქართველი შრომითი რესურსი დაიფანტა და ქვეყნის გარეთ გავიდა, ქართული ბიზნესიც მალევე გახდა იძულებული, სხვა ქვეყნებში გაეგრძელებინა საქიანობა, საქართველო კი გაივსო უცხოური"ფირმებით," რომლებით თავიანთ შემოყვანილ მუშას ათჯერ მეტს უხდიან, ვიდრე ქართველებს (ამან უკვე ეთნიური ჩაგვრის სახე მიიღო).

სიტუაცია კრიტიკულია. არც კი ვიცით, რამდენი შრომისუნარიანი ადამიანი ცხოვრობს საქართელოში, რამდენი მუშაობს და ა.შ. მოკლედ, თუ შრომის ბაზრის შესწავლას ვაპირებთ (ჯობს, ჩვენით შევისწავლოთ, ვიდრე ცხოვრება გვაიძულებს), პირველ რიგში, საკითხი ასე უნდა დავსვათ:რით უნდა დაგვეწყო?

 

სამუშაო ადგილი და მისი სამართლებრივი სტატუსი.

ტერმინ"სამუშაო ადგილის" გაგონებისას ყოველთვის მახსენდება საარჩევნო სლოგანი "მილიონი ახალი სამუშაო ადგილი" და ამ სლოგანთან დაკავშირებული კურიოზები. ჯერ დაგვპირდნენ სამუშაო ადგილებს, მერე ოფიციალურადაც გვითხრეს - ეს პირობა შევასრულეთო. გაირკვა, თურმე კანონი მიუღიათ, რომლის მიხედვითაც დასაქმებულად გამოცხადდა ყველა, ვისაც ნახევარი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა ჰქონდა. მერე ითქვა, საქართველოში მილიონი(!!!) ასეთი მიწათმფლობელი გვყავსო. მილიონი მიწათმფლობელი გადამეტებული მეჩვენა, ნახევარი ჰექტარი კი-ძალიან ცოტა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ეს ხალხი უმუშევარი იყო და ისე გადავიდა "დასაქმებულის" სამართლებრივ მდგომარეობაში, მათი ფინანსური მდგომარეობა არ შეცვლილა, ისევ საარსებო მინიმუმზე ნაკლები ჰქონდათ შემოსავალი და ეს "დასაქმებული" ადამიანები ისევ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დარჩნენ. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. რაკი ეს "მეთოდი" დაინერგა, მერე და მერე სულ იმატებდა "დასაქმებულთა" რიცხვი, ჯერ კიდევ შარშან, გამოკითხვების შედეგების მიხედვით, ყველა, ვისაც რაიმე შემოსავალი ჰქონდა ბოლო კვირის განმავლობაში (არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორ მიიღო ეს თანხა, შრომით, ჩუქებით, შემთხვევით თუ სხვა საშუალებით), ითვლებოდა დასაქმებულად. ასე შეამცირეს უმუშევართა პროცენტი ლამის ათამდე, მაგრამ ამას კარგი არაფერი მოჰყოლია არც ხალხისთვის, არც იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ასეთ მანიპულაციებს მიმართავდა. ამჟამად ამ ყველაფერმა უკვე კურიოზის სახე მიიღო: მოგეხსენებათ, ნებისმიერი საქონელი, რომელსაც მაღაზია ყიდის, ერთი კოლოფი ხუთთეთრიანი ასანთიც კი, აუცილებლად უნდა აღირიცხოს და შესაბამისი ჩეკიც უნდა დააფიქსიროს გამყიდველმა. ამით ადვილი ხდება გადასახადების ამოღება, ობიექტის კაპიტალბრუნვის შესწავლა და სხვა ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაო. ამბობდნენ, ამას ადრე და, მგონი, ახალი ხელისუფლების ეკონომიკური გუნდიც ეთანხმება. მაშ,რად არ გვაქვს ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია დასაქმებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ? ნუთუ, ფული უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანური რესურსი?

საქმე იმაში გახლავთ, რომ სურვილი იმისი შესწავლისა, თუ რა ხდება ჩვენს შრომით ბაზარზე, ჩვენში არავის გასჩენია, არ არსებობს პოლიტიკური ნება, თორემ ასეთი უსაშველო რატომ გახდა შრომისუნარიანი ხალხის და სამუშაო ადგილების აღრიცხვა, არ მესმის. მით უფრო, რომ უმუშევარი მოქალაქეების რიცხვი რაც ნაკლები იქნება, იმდენადვე იქნება მოგებული სახელმწიფო და ბიუჯეტი. არ ღირს წაყრუებით, იგნორირებით, ან სულაც, სირაქლემას მეთოდებით  ამ პრობლემის მიჩქმალვა. კანონმდებლობა ტერმინ "დასაქმებულს"  უნდა განმარტავდეს, და უნდა განმარტავდეს, რაც შეიძლება, მკაფიოდ.

 

შრომის ანაზღაურება:

თანამედროვე ცივილიზებულ მსოფლიოში მიღებულია, რომ ნებისმიერი საქმიანობა უნდა შეფასდეს ანაზღაურებით, გასამრჯელოთი, შემოსავლით, მოკლედ, ხელფასით. როგორი უნდა იყოს ამ შემოსავლის ოდენობა, ამისი გარკვეული ჩარჩოებიც არსებობს: თუ კაცი თავისი შრომით შოულობს საარსებო მინიმუმის ტოლ ან ნაკლებ ფულს, ის არ უნდა ჩაითვალოს დასაქმებულად.  ვიცნობ ათობით "თვითდასაქმებულს," რომლებიც დღეში რამოდენიმე ლარად "საქმიანობენ", სინამდვილეში ამ ხალხს არჩენს ან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასული ნათესავი, ან ოჯახის წევრი, შედარებით ნორმალური ხელფასის მქონე. საბიუჯეტო დაწესებულებებშიც (განსაკუთრებით, სოფლის სკოლებში) ბევრია ისეთი, ვისი ხელფასიც საარსებო მინიმუმზე ნაკლებია. აქ ანეკდოტური სიტუაციაც ბევრი გვხვდება, არსებობენ "დამსაქმებლები," რომლებიც საარსებო მინიმუმზე ნაკლებს იღებენ. ვფიქრობ, უაზრობაა, ამ ხალხს ერქვას "დასაქმებული" ან "დამსაქმებელი". ესენი ჩვეულებრივი უმუშევრები არიან, ცოტათი შენიღბულნი. მათი შრომის უნარი რომ ჯეროვნად იქნას გამოყენებული, შესაძლოა, ათასი ლარიც არ ეყოს მათ ხელფასს, მაგრამ არ არის სამუშაო ადგილები ქვეყანაში და ამ ხალხსაც შიმშილით სიკვდილს ის ურჩევნია, ოჯახის ძირითად შემოსავალს ოდნავ მაინც წაეშველოს. ის გარემოება, რომ ადამიანი შეიძლება დასაქმებული იყოს მხოლოდ ნაწილობრივ, ანუ, ფაქტიურად მაინც უმუშევარია, რომელიმე ნორმატიულ აქტში(ალბათკანონში) აუცილებლად უნდა იყოს ფიქსირებული.

 

მუდმივი და დროებითი სამუშაო ადგილი.

ყველას კარგად გვახსოვს ფილმ "არასერიოზული კაცის" გმირი ნიკო როგორ გავიდა ბირჟაზე და მიწის ამოსათხრელად გაჰყვა პირველსავე შემხვედრს. იქვე კვალიფიციური მუშა იდგა და-"მე პარკეტჩიკი ვარ, ხელს ხომ არ გავიფუჭებო", ამაყად განუცხადა დამქირავებელს.მაშინ სხვა დრო იყო, ხელოსანი ფასობდა. ახლა კი ბაზრობებზე ასობით შრომისუნარიანი ისეთი კაცი დგას და მუშაობს, რომლებიც ყველანაირ საქმეს ჰკიდებენ ხელს: სანტექნიკა, პარკეტი,მიწის თხრა... მოკლედ, ყველანაირ შავ სამუშაოზე თანახმა არიან, ოღონდ ხარისხისა რა მოგახსენოთ. არც დიდ გასამრჯელოს ითხოვენ და არც დიდ გარანტიებს ჰპირდებიან დამქირავებლებს. ბევრი ხელობის საფუძვლიანად ცოდნა შეუძლებელია, ეს ყველას კარგად მოეხსენება, მაგრამ დამქირავებელიც ისეთი მიდის ამ ხალხთან, ვისაც ყოველი ლარი წვითა და დაგვით აქვს ნაშოვნი და ზედმეტის გადახდას ურჩევნია, გარისკოს. იმის გამო, რომ სამუშაოც შემთხვევაზეა დამოკიდებული, დამქირავებლებს შორის ისეთებიც მრავლად არიან, ვინც შეგნებულად აგდებს ფასს დაბლა, რაკი მუშას ურჩევია, მთელი დღის უსაქმოდ დაკარგვის ნაცვლად, საღამოს ორიოდე ლარი მიიტანოს სახლში... ასეთი მუშახელი, დაბალი კვალიფიკაციისა და დაბალი ანაზღაურებით,უკვე იმდენად ბევრია,რომ საფრთხეს უქმნის  შრომის ჯანსაღი ბა

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3117
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია