დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
გამოიყენებენ თუ არა ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს საარჩევნო კამპანიისთვის?
ავტორი:
2013/09/02 22:49:01

 გასულ კვირას ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორმა, მიხეილ ფხაკაძემ, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას დირექტორის პოსტის დატოვებას და სხვა თანამდებობაზე გადასვლას სთავაზობენ, რის მიზეზადაც  ფხაკაძემ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო მიზნები დაასახელა. მისი თქმით, კოალიციის ადგილობრივი წარმომადგენლობა ცდილობს დირექტორის პოსტი და სასახლის შენობა წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს.  

აღსანიშნავია, რომ ბრიფინგამდე ერთი დღით ადრე, ფხაკაძე ადგილობრივ მედიასთან საუბარში ბრალდებებს ქუთაისის კულტურული აიპი გაერთიანების ხელმძღვანელს, ლადო პატარიძესაც, უყენებდა და აცხადებდა, რომ პატარიძე მას  თანამდებობის დატოვებას  აიძულებდა, თუმცა,  ბრიფინგზე ფხაკაძემ ტონი შეარბილა და განაცხადა, რომ ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და აიპის ხელმძღვანელმა  მხოლოდ  სხვა თანამდებობაზე გადასვლა  შესთვაზა.

მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის  განცხადებას პატარიძე იმთავითვე გამოეხმურა და განაცხადა, რომ ფხაკაძის ბრალდებები აბსურდია.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია  "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მღვდელაძე კი  ფხაკაძეს არაპროფესიონალს უწოდებს და ამბობს, რომ  დირექტორის  პოსტი არანაირ ბერკეტს არ წარმოადგენს წინასაარჩევნო კამპანიაზე ზეგავლენის მოსახდენად.

"არაფერი ბერკეტი ამ თანამდებობას არ გააჩნია. ფხაკაძემ ეტყობა, საერთოდ არ იცის ამ სიტყვის მნიშვნელობა. პირადად ჩემთვის ეს ადამიანი არაპროფესიონალი და სუსტი პიროვნებაა და  არ მივესალმები მის ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე ყოფნას. ვფიქრობ, რომ იგი დაკისრებულ მოვალეობას ვერ ართმევს  თავს"– განაცხადა მამუკა მღვდელაძემ.

მიხეილ ფხაკაძემ ქუთაისის მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის თანამდებობა 2011 წელს დაიკავა. მისი წინამორბედი, ია ვერულაშვილი, მაშინ აცხადებდა, რომ ფხაკაძის გამო მას ნაციონალებმა განცხადების დაწერა და თანამდებობიდან წასვლა აიძულეს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3247
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია