დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ვაკანსია
ქუთაისის მერიაში გამოცხადებულ კონკურსში ვიცე-მერის პოსტი ყველაზე არაპოპულარული თანამდებობაა
ავტორი:
2013/09/02 17:48:32

ქუთაისის მერიაში 52 ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში ყველაზე დაბალი აქტივობა ვიცე-მერის პოსტზე დაფიქსირდა, რაც, სავარაუდოდ, ამ თანამდებობისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებითაა განპირობებული. ქუთაისის საკრებულოს დადგენილებით, ვიცე-მერის პოსტის დასაკავებლად აუცილებელია მაგისტრის ხარისხი, ან მასთან გათანაბრებული წოდება.   

კომისიის ერთ-ერთი წვერი მამუკა მღვდელაძე ვერ აკონკრეტებს, თუ რამდენი განაცხადია ამ დროისთვის შესული აღნიშნულ თანამდებობაზე, რადგან,  მისი თქმით, მონაცემები ხშირად იცვლება, თუმცა განმარტავს, რომ ვიცე-მერის პოსტი ერთ-ერთი ყველაზე არაპოპულარული თანამდებობა აღმოჩნდა.

ბოლო მონაცემებით, კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობამ უკვე 700-ს მიაღწია.

ქუთაისის მერიაში სამსახურების უფროსების, მათი მოადგილეებისა და განყოფილების ხელმძღვანელებისთვის კონკურსი მიმდინარე წლის 20 აგვისტოს გამოცხადდა და 4 სექტემბრის საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. მომდევნო ეტაპზე აპლიკანტთა დოკუმენტაციის  განხილვა  მოხდება,  რის შემდეგაც შერჩეულ კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ კონკურსს უნდობლობას უცხადებს ადგილობრივი ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი თქმით,  თანამშრომელთა კონკურსის წესით შერჩევა ამ კონკრეტულ  შემთხვევაში  ფორმალობაა, რადგან უკვე წინასწარაა ცნობილი, რომ გამოცხადებულ ვაკანსიებს კვლავ ისინი დაიკავებენ, ვინც მერიის სამსახურებში რეორგანიზაციის  შემდეგ დროებით,  მოვალეობის შემსრულებლებად  დაინიშნენ.  

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3189
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია