საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში, ბაგრატის ქუჩაზე, გრანიტის ფილები იგება
ავტორი:
2013/09/02 15:57:11

დღეს ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კოტე ლომიძემ ვიცე-მერთან  და კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლებთან ერთად ბაგრატისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები  დაათვალიერა. გორის უბნის ორ ქუჩაზე  გრანიტის ფილები 6 ათას კვადრატულ მეტრზე დაიგება. მერის მოვალეობის შემსრულებლის თქმით,  ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებზე ადრე დაასრულებს.

„967 ათასი ლარის ღირებულების სამუშაოებს შპს „სერპანტინი“ ახორციელებს. ამ კომპანიას მომავალი წლის 21 იანვრამდე აქვს სამუშაოების ჩაბარების ვადები, მაგრამ ბევრად უფრო მალე დაასრულებს. აქვე მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ტენდერი არ ჩავარდნილა და ყველა გამოცხადებულ სამუშაოებს ჰყავს შემსყიდველი“,–განაცხადა კოტე ლომიძემ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5507
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია