დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისს შესაძლოა მერის მოვალეობის შემსრულებელიც აღარ ჰყავდეს
ავტორი:
2013/09/02 14:43:11

 

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელს შესაძლოა მალე თანამდებობის დატოვება მოუწიოს.   ვიცე–მერობიდან მერის მოვალეობის შემსრულებლის პოსტზე დაწინაურებული  კოტე ლომიძე დაკავებული თანამდებობიდან იმ შემთხვევაში  წავა, თუ სასამართლო,  ყოფილი ვიცე–მერის ამირან ძოწენიძის საჩივარს დააკმაყოფილებს. რეორგანიზაციის ფარგლებში მერიიდან გათავისუფლებული ამირან ძოწენიძის სასამართლო პროცესი ქუთაისის  საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში მიმდინარეობს.

თავად ყოფილი ვიცე–მერი და მოქმედი ვიცე– გუბერნატორი  ამირან ძოწენიძე ამბობს, რომ დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში თანამდებობის დატოვება მოუწევს მოქმედ ვიცე–მერს გიორგი შარაბიძეს და კოტე ლომიძეს, რადგან თავის დროზე ისინი ამ პოსტზე მისი და კოტე რატიანის ნაცვლად დაინიშნენ.

"წინასწარ არ ვიცი რა მოხდება,მაგრამ თუ დააკმაყოფილეს, ორივეს მოუწევს წასვლა", –ამბობს ამირან ძოოწენიძე.

აღსანიშნავია, რომ ყოფილი ვიცე–მერის კოტე რატიანის სასამართლო პროცესი დღეს უკვე გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილება რატიანის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენას ითვალისწინებს.

თუ სასამართლო საჩივარს  ძოწენიძესაც  დაუკმაყოფილებს,  ამ შემთხევავში მოქმედი  ვიცე–მერისა და მერის მოვალეობის შემსრულებლის  თანამდებობიდან შესაძლო გათავისუფლებას არ გამორიცხავს  კიდევ ერთი ვიცე– მერი თენგიზ თოფურიძე.

"დიახ, გამოდის, რომ მოუწევთ თანამდებობების დატოვება, რადგან ახალი შტატების დამატება გათვალისწინებული არ არის",–ამბობს  თოფურიძე.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3861
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია