დაისვენე კურორტ ახალდაბაში
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი ახალი ტრენინგ პროგრამის განხორციელებას იწყებს
ავტორი:
2013/09/02 09:26:02
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი დღეს ახალი ტრენინგ პროგრამის განხორციელებას იწყებს. ცენტრის ინფორმაციით, ტრენინგ პროგრამა ითვალისწინებს სასჯელაღსრულების სისტემის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა მომზადებას არასრულწლოვან პატიმრებთან მოპყრობის თემაზე. საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთათვის ამ კუთხით თემატური ტრენინგი პირველად ტარდება და მისი მიზანია მონაწილეთათვის სწორედ იმ სპეციფიური ცოდნის გადაცემა და უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც მათ აღნიშნული კატეგორიის პატიმრებთან მუშაობისას დასჭირდებათ. ტრენინგი "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან მოპყრობის თავისებურებანი" სამი დღე გაგრძელდება. ტრენინგის ნახევარი ეთმობა ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების განხილვას, ხოლო ნახევარი -ფსიქოლოგიურ მოდულს, რომელსაც პენიტენციურ სისტემასთან მუშაობის გამოცდილების მქონე ფსიქოლოგები გაუძღვებიან. სწავლებას ორი ჯგუფი გაივლის. საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომელთა გარდა ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებების ის თანამშრომლები, რომელთაც შეხება აქვთ არასრულწლოვან პატიმრებთან. ასევე 2 სექტემბერს, სასწავლო ცენტრში იწყება სისტემის თანამშრომელთა მომზადება განახლებული საბაზისო სასწავლო პროგრამით. სასწავლო პროგრამაში ერთი დღე მთლიანად დაეთმობა ადამიანის უფლებების თემას, ერთი დღე კი საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროპის სასამართლოს პრაქტიკას. აღნიშნულ ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ სისტემის ის თანამშრომლები, რომელთაც საატესტაციო გამოცდაზე მიიღეს "გ" შეფასება (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას). ცენტრში 3 კვირიანი სასწავლო პროგრამის გავლა საშუალებას მისცემს მონაწილეებს გაიუმჯობესონ ცოდნა და აიმაღლონ კვალიფიკაცია. თეორიული კურსის გარდა საბაზისო პროგრამის მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ, ტაქტიკურ და ფიზიკურ მომზადებას სასწავლო ცენტრში. განახლებული პროგრამით მომზადებას 2 სექტემბერს სისტემის თანამშრომელთა პირველი ჯგუფი დაიწყებს. ღონისძიებები გარდაბნის მუნიციპალიტეტში, რუსთავის გზატკეცილზე, მე-17 კილომეტრში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი გაიმართება. გახსნას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ლევან საბანაძე დაესწრება.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1565
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია