დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დავით უსუფაშვილი - საპარლამენტო საქმიანობის თვალსაზრისით ძალიან დაძაბული შემოდგომა გველის
ავტორი:
2013/09/02 09:15:03
საპარლამენტო საქმიანობის თვალსაზრისით ძალიან მძიმე და დაძაბული შემოდგომა გველის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საშემოდგმო სესიაზეც საკმაოდ ბევრი, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხია განსახილველი. "განსახილველი გვაქვს საკონსტიტუციო ცვლილებები, გადაწყვეტილებები გვაქვს მისაღები პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებულ კანონპროექტზე, დასასრულებელია მუშაობა რამდენიმე მნიშვნელოვან კანონპროექტზე, მათ შორის პოლიციის შესახებ სრულიად ახალ კანონპროექტზე, ასევე, ბოლო დღეებში 60-მდე ახალი ინიციატივაა დარეგისტრირებული და კიდევ 100-ზე მეტია მოსალოდნელი უახლოეს 10 დღეში. ეს არის 160 კანონის პაკეტი, რომლის მიღება აუცილებელია იქამდე, სანამ 2010 წელს მიღებული საკონსტიტუციო ცვლილება შევა ძალაში", - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1665
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია