დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საპრეზიდენტო მარათონი
მარგველაშვილის წინასაარჩევნო ზემოიმერული ტურნე დასრულდა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2013/09/01 23:10:53

 ,,ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა საჩხერე-ჭიათურაში ამომრჩევლებთან შეხვედრა გამართა.  დაგეგმილ შეხვედრაზე ჭიათურის მოსახლეობა ოვაციებით შეეგება გიორგი მარგველაშვილს. მან  მოკლედ ისაუბრა ჭიათურის პოტენციალსა და კოჰაბიტაციის დასრულებაზე. მისი თქმით, 27 ოქტომბრის შემდეგ კოჰაბიტაცია და უსამართლობა ისტორიას ჩაბარდება. მოსახლეობას სიტყვით მიმართა მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ წერეთელმა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი მახათაძემ, მათ მოკლედ მიმოიხილეს არსებული პრობლემები და მოსახლეობას აღუთქვეს, რომ ყველა პრობლემას ეტაპობრივად გადალახავენ. ჭიათურაში მარგველაშვილის წინასაარჩევნო აქციაზე იმყოფებოდნენ დეპუტატები: ანი მიროტაძე, ოთარ ჩრდილელი და ეკა ბესელია.

ჭიათურის შემდეგ მარგველაშვილმა შეხვედრა  საჩხერეშიგამართა. მის მხარდასაჭერად საჩხერეში თვით პრემიერმინისტრი ივანიშვილი იმოფებოდა. მარგველაშვილის შეხვედრას საჩხერის მოსახლეობასთან ესწრებოდნენ ასევე: პარლამენტის ვიცეცპიკერი  მანანა კობახიძე და  ჯანდაცვის მინისტრი სერგეენკო.

ბიძინა . ივანიშვილმა მოსახლეობას წარუდგინა გიორგი მარგველაშვილი და სიტყვით მიმართა მათ. მისი თქმით,  წინა წლის დაპირებები, ფაქტობრივად, შესრულებულია და საბოლოო გამარჯვებისთვის საჭიროა 27 ოქტომბერს კიდევ ერთხელ მასობრივად 41 ნომრის შემოხაზვა.

ორივე ქალაქში დაახლოებით 500-500 ამომრჩეველი შეხვდა გიორგი მარგველაშვილს. შეხვედრებმა ექსცესების გარეშე ჩაიარა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2504
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია