დაისვენე კურორტ ახალდაბაში
კობა დავითაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე ორგანიზაციად გამოცხადებას ითხოვს
ავტორი:
2013/09/01 16:34:02
"ხალხის პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატი კობა დავითაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" დამნაშავე ორგანიზაციად გამოცხადებას ითხოვს. როგორც დავითაშვილმა უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, ამისთვის აუცილებელია, რომ "პატრიოტის აქტში", რომელიც თავისი არსით ლუსტრაციის კანონია, შევიდეს ცვლილება. "მე შევთავაზე კონკრეტული გეგმა აქციის მონაწილეებს. ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენისთვის აუცილებელია სასამართლო სისტემის სრული რეორგანიზაცია. თავის დროზე, 2005 წელს მასობრივი წმენდა მოხდა მოსამართლეების. საჭიროა 2005 წლამდე მდგომარეობის აღდგენა. მოსამართლეები, რომელთაც მასობრივი წმენდა შეეხოთ, აღდგნენ თანამდებობეზე და ის მოსამართლეები არ იქნებიან დამოკიდებულები არც ერთ ხელისუფლებაზე. უნდა გაუქმდეს ასევე საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოს გაყოფა და უნდა ჩამოყალიბდეს ერთიანი უმაღლესი სასამართლო. ამისთვის საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილება და ეს პროცედურა დაწყებული მაქვს. ასევე, ე.წ. პატრიოტის აქტში, რომელიც ლუსტრაციის კანონია, თავისი არსით, უნდა შევიდეს ცვლილება და კომუნისტურ პარტიასთან ერთად "ნაციონალური მოძრაობა" დამნაშავე ორგანიზიაციად დასახელდეს. ამ პროექტის ინიცირებას მომავალ კვირას ვგეგმავ პარლამენტში", - აღნიშნა დავითაშვილმა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1649
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია