დაისვენე კურორტ ახალდაბაში
უზენაეს სასამართლოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ავტორი:
2013/09/01 16:00:03
საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან მედიაკავშირ "ბიექტივის" ორგანიზებით საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა სოსო მანჯავიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი აქციის მიზანია, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საკანონმდებლო ორგანომ ყველაფერი იღონოს, რათა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდეს. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, საქართველოში დაიწყება მასობრივი საპროტესტო აქციები მოქმედი პარლამენტის დათხოვნის და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით. აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ სიმბოლურად ყვითელი ბარათები. მომიტინგეთა განმარტებით, ეს ბარათები მიმართულია დღევანდელი ხელისუფლებისა და მისი ქმედებების მიმართ. აქციას უფლებადამცველებიც ესწრებიან. აქციის მონაწილეებს ძმები ზუბალაშვილების ქუჩა გადაკეტილი აქვთ.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1672
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია