კუს ტბაზე დღეს საღამოს საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიული განვითარების ცენტრი"-დან აცნობეს კუს ტბაზე დაგეგმილი კონცერტი პროექტ "თბილი სახლი–უსახლკაროთა თავშესაფარი"" ფარგლებში იმართება. მსმენელის წინაშე ფოლკლორული ბენდი "კლდეკარი", გია ფეიქრიშვილის ბენდი “Bottoms Up” და მოსკოველი დიჯეი "Барабан и Я" წარსდგებიან. კონცერტი 21.00 საათზე დაიწყება.
წყარო:
interpressnews.ge