დაისვენე კურორტ ახალდაბაში
საკრებულოს წევრები საირმის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ
ავტორი:
2013/08/31 17:42:02
საკრებულოს წევრები საირმის ქუჩის მოსახლეობას შეხვდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია და საკრებულოს უბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკო ხაჩირაშვილი დღეს საირმის ქუჩას ესტუმრნენ და ამხანაგობების თავმჯდომარეებსა და მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საკრებულოდან აცნობეს. ნიკოლოზ ხაჩირაშვილის თქმით, ბოლო დროს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა. "ყველა ის პროექტი, რომელსაც ამხანაგობები ახორციელებდნენ, ძალაშია და ამ მიმართულებით მუშაობა სრული დატვირთვით უნდა წარიმართოს. ამისთვის ყველა რაიონს გააჩნია შესაბამისი თანხა. თანხის პრობლემა მხოლოდ ვაკის რაიონში შეიქმნა და მიმაჩნია, რომ ეს უფრო უშუალოდ გამგებლისა და გამგეობის პრობლემაა", – განაცხადა ნიკოლოზ ხაჩირაშვილმა. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარემ ასევე ავარიული სახლების გამაგრების თაობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოთხი სართულიდან ზევით გამაგრებებისთვის თანადაფინანსების მოხსნა სრულიად სამართლიანად იყო მიღებული, რადგან ძნელია თბილისში ისეთი კორპუსის მოძებნა, სადაც თანადაფინანსებით მოსახლეობა 60–70 ათასი ლარის გადახდას შეძლებს. "ჩვენ წელს კეთილმოწყობის სამსახურთან ერთად დავიწყებთ საპროექტოს გადამზადებას. კორპუსებზე პარალელურ რეჟიმში მოხდება გამაგრებითი სამუშაოების წარმოება და რამდენიმე წელში ავარიულ სახლებთან დაკავშირებული ყველა პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება", – აღნიშნა ხაჩირაშვილმა. ავარიული სახლების თემაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჯაბა სამუშიამაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ წელს გამაგრებითი სამუშაოებისთვის ბიუჯეტში უკვე შესაბამისი თანხა გამოიყო. მომავალი წლიდან უკვე ავარიული სახლების გამაგრება დაიწყება. თანხა ასევე გამოყოფილია ექპერტიზის ჩატარებისთვის და პროექტირებისთვისაც", – განაცხადა ჯაბა სამუშიამ და შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას პრობლემის მოგვარებას დაჰპირდა.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1676
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია