დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ადგილობრივი თვითმმართველობა
ქუთაისის მერიაში შექმნილი დროებითი კომისიის თავმჯდომარემ კომისიის შემადგენლობა არ იცის
ავტორი:
2013/08/31 12:19:00

 

ქალაქში  მოძრავი საქალაქო  ავტობუსების მძღოლების გაფიცვის შემდეგ (რომლის დროსაც მძღოლები მგზავრობის ტარიფის გაზრდას მოითხოვდნენ) ქუთაისის მერიაში  შექმნილი სპეციალური კომისიის თავმჯდომარე ვახტანგ წოწონავა   კომისიის მუშაობაზე საუბრისას აცხადებს, რომ კომისიის   ერთ–ერთი წევრი ქუთაისის მერიის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომელი დავით კბილაშვილია.  თუმცა, როგორც ირკვევა ინფორმაცია  არასწორია. დავით კბილაშვილი აღნიშნული  კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ იღებს.

ინფორმაციის    სიზუსტეს არ ადასტურებს არამხოლოდ თავად დავით კბილაშვილი, არამედ,  არც ტრანსპორტის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ნესტორ კეპულაძე.

"შემოთავაზებაც არ ყოფილა. რა თქმა უნდა დავით კბილაშვილი აღნიშნული კომისიის წევრი არ არის. ჩვენ მხოლოდ ერთხელ გვქონდა შეხვედრა და რეკომენდაციები მივაწოდეთ ტრანსპორტის სფეროში ჩვენს სამსახურში  დაგროვილი პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე. ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ ეს ინფორმაცია არსწორია ",–ამბობს ნესტორ კეპულაძე.

იგივეს ადასტურებს  დავით კბილაშვილიც.

"არ არის ეს მართალი. მე არ ვარ ამ კომისიის წევრი. კომისია უნდა იყოს დამოუკიდებელი  და ამიტომ ტრანსპორტის სამსახურის მონაწილეობა არ არის მიზანშეწონილი",–ამბობს   კბილაშვილი.

დაახლოებით ერთი თვის წინ შექმნილ კომისიას მუშაობა 16  აგვისტოს უნდა დაესრულებია, თუმცა, ვახტანგ წოწონავა ამბობს, რომ კომისიის მუშაობა მისი  ერთ–ერთი წევრის ოჯახური მდგომარეობის გართულების გამო შეფერხდა. ამასთანავე წოწონავა მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო სფეროში არსებული პრობლემები მასშტაბურია და მისი შესწავლა  გაცილებით მეტ დროს მოითხოვს.

7 კაციან კომისიას  ორი კვირის განმავლობაში   ქალაქში მოძრავ  ყველა  საქალაქო  ავტობუსში ინდივიდუალურად უნდა შეესწავლა დღის განმავლობაში მგზავრთა რაოდენობა და ავტობუსის საექსპლოატაციო ხარჯები, რის შემდეგაც განისაზღვრებოდა  მგზავრობის რეალური ტარიფი.  კომისიის თავმჯდომარე და მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ადასტურებს, რომ კომისიას ავტობუსებში მონიტორინგი ამ დრომდე არ ჩაუტარებია, რის მიზეზადაც ადამიანური და ფინანსური რესურსის არარსებობას ასახელებს.

"ავტობუსები მოძრაობენ? ტარიფი გაიზარდა? აბა რა გინდათ? ქალაქის მერის პირდაპირი დავალებაა, რომ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მგზავრების ინტერესები. უახლოეს პერიოდში ტარიფი არ გაიზრდება და ჩვენ ამას მივაღწიეთ",–ამბობს კომისიის თავმჯდომარე, თუმცა, შეკითხვაზე როდის დადებს კომისია საბოლოო დასკვნას, წოწონავა პასუხობს:  –"მალე".

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2664
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია