დაისვენე კურორტ ახალდაბაში
ბიძინა ივანიშვილი "ინფო 9"-ს სააგენტოს მენეჯმენტს ჩუქნის
ავტორი:
2013/08/31 12:00:02
საქართველოს პრემიერ-მინსიტრი ბიძინა ივანიშვილი საინფრომაციო სააგენტო "ინფო 9"-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრემიერი და მისი ოჯახი ითვალისწინებენ საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"–ის მენეჯმენტის თხოვნას და თანხმობას აცხადებენ, საინფორმაციო სააგენტოს არამატერიალური ქონება - ბრენდი, სახელი - "ინფო 9", ვებმისამართი და არქივით სარგებლობის უფლება გადაეცეს "ინფო 9"–ის მენეჯმენტს."საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"–ის თანამშრომლებმა საპარლამენტო არჩევნების დროს სამოქალაქო გმირობა გამოიჩინეს. ეს ის ხალხია, ვინც ტელეკამერით დაუპირისპირდა ზონდერბრიგადებს. თითოეული კადრის მოპოვებისათვის ისინი არ ერიდებოდნენ განსაცდელს და სრულიად უნიკალურ კადრებს აწვდიდნენ საზოგადოებას. ჩვენ ყველანი ვაფასებთ საქმისადმი მათ ერთგულებასა და თავდადებას. და დღეს, მე არ შემიძლია არ გავითვალისწინო მათი სურვილი, გააგრძელონ საქმიანობა. ამიტომ, მე და ჩემი ოჯახი ვითვალისწინებთ საინფორმაციო სააგენტო "ინფო 9"–ის მენეჯმენტის თხოვნას და თანხმობას ვაცხადებთ ჩვენს საკუთრებაში არსებული საინფორმაციო სააგენტოს არამატერიალური ქონება - ბრენდი, სახელი - "ინფო 9", ვებმისამართი და არქივით სარგებლობის უფლება გადაეცეს "ინფო 9"–ის მენეჯმენტს. რაც შეეხება სააგენტოსთვის აპარატურის მცირე ნაწილის განვადებით და გამოსყიდვის უფლებით გადაცემას, როგორც ამას მენეჯმენტი ითხოვს, ჩვენ გადავწყვიტეთ ვაჩუქოთ ის აპარატურა, რომელიც პირველ ეტაპზე საჭიროა სააგენტოს ფუნქციონირებისთვის. წარმატებებს ვუსურვებთ "ინფო 9"–ს",-ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.
წყარო: interpressnews.ge
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1641
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია